ტანზანიაში უკანასკნელ სპილოებს ანადგურებენ

ყოველწლიურად აფრიკაში ბრაკონიერები 35 ათას სპილოს ანადგურებენ. ტანზანიაში ეს რიცხვი 15 ათასს შეადგენს. ასეთი ტემპებით 5 წლის შემდეგ ქვეყანაში არცერთი სპილო აღარ დარჩება.

ტანზანიის ბუნებრივი რესურსების და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 65 000–ზე მეტი სპილოა მოკლული. 109 051–დან მათი რიცხვი 43 330–მდე შემცირდა. მოზამბიკში სპილოების რიცხვი კი 2–ჯერ შემცირდა.

ეკოლოგების მცდელობის და მრავალრიცხოვანი კამპანიების მიუხედავად სპილოს ძვალზე მოთხოვნა იზრდება. პირველ რიგში ამაში დამნაშავე ჩინეთია. მასზე ფასი გაიზარდა და 1 კილოგრამზე 2100 დოლარს შეადგენს. 2009 წელს მარტო ტანზანიიდან აზიის შავ ბაზარზე 45 ტონა ნედლეული გაიგზავნა.

ტანზანიის ხელისუფლებამ ფაქტიურად თავისი უძლურება აღიარა. მინისტრმა განაცხადა, რომ წელს კიდევ 500 რეინჯერს აიყვანენ სამსახურში. მაგრამ ეს სიტუაციას ვერ შეცვლის. ბრაკონიერები ბევრად უფრო კარგად არიან შეიარაღებულები, ვიდრე ბუნების დამცველები. ისინი ადვილად და ხშირად მიდიან უკიდურეს ნაბიჯებამდე – ისინი არც რეინჯერების დახოცვას ერიდებიან.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*