ტარანტულის ნისლეულში აღმოჩენილია მონსტრი–ვარსკვლავები

დედამიწიდან 170 000 სინათლის წლის მანძილზე აღმოჩენილია ათეულობით გიგანტი ვარსკვლავი, რომელთა მასა 100–ჯერ და მეტჯერ აღემატება მზის მასას. აღმოჩენა მოხდა ტელესკობ “ჰაბლის” საშუალებით.

“ტარანტულის” ნისლეულის ცენტრში, რომელიც მიეკუთვნება მეზობელ დიდი მაგელანის ღრუბლის გალაქტიკას, არსებობს კომპაქტური ვარსკვლავური დაჯგუფება R136. ჯამში აქ 100 000–ზე მეტი ვარსკვლავია – ახალგაზრდა, გიგანტები და ზეგიგანტები, რომელთა ასაკი დაახლოებით 2 მილიონი წელია.

დაჯგუფება განლაგებულია გაზოვანი მტვრის ბუშტუკების შეერთების ადგილას, რომელიც წარმოადგენს ახალი ვარსკვლავების და პლანეტების სისტემების დაბადებისთვის საჭირო მასალას. “ჰაბლმა” R136–ის ცენტრში დააფიქსირა O კლასის და ვოლფრაიეს კლასის ვარსკვლავების უპრეცენდენტო რაოდენობა. დაჯგუფებაში შედის 12 ძალიან მასიური და კაშკაშა ვარსკვლავი 37–დან 76–მდე მზის მასით, ერთი – 250–ჯერ მეტი მასით.

ახლახანს “ჰაბლის” ულტრაიისფერი გამოსხივებით დაკვირვებისას R136–ში მეცნიერებმა კიდევ 9 მასიური მონსტრი–ვარსკვლავი აღმოაჩინეს. თითოეული მათგანი მზეზე 100–ჯერ მძიმეა. მათი საერთო სიკაშკაშე 30 მილიონჯერ მეტია მზის სიკაშკაშეზე. ეს არის ყველაზე დიდი დაჯგუფება ჩვენთვის ცნობილი მძიმე ვარსკვლავების ჯგუფებიდან.

ყოველ თვე ვარსკვლავები სივრცეში აფრქვევენ დედამიწის მასის ტოლ მატერიას. ამ მოვლენის ბუნება ჯერჯერობით აუხსნელია: არსებული მოდელები გაზოვანი მტვრის ბუშტუკებით ასეთი მასიური ობიექტების წარმოშობას ვერ ხსნიან.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*