ტარანტული კოსმოსიდან “სპიტცერის” მიერ გადაღებული უახლესი ფოტოგრაფია

ეს ობიექტი ტელესკოპის ობიექტივში ჯერ კიდევ 2003 წელს გიგურირებდა. ამ ხნის მანძილზე ის არაერთხელ შეისწავლა ტელესკოპმა.

ტარანტულის ნისლეული ოქროს თევზის თანავარსკვლავედში მდებარეობს და დიდ მაგელანის ღრუბელს მიეკუთვნება. ეს ჯუჯა გალაქტიკაა, რომელიც ჩვენი ირმის ნახტომის თანამგზავრია.

მონაცემები მოგროვებულია 2003 წლიდან, თუმცა უმეტესობა “სპიტცერმა” 2019 წელს მიიღო.

ტარანტულის ნისლეული სპეციალურად შეირჩა, რადგან ტელესკოპის შესაძლებლობები მაქსიმალურად ეჩვენებინათ. ამ რეგიონში უამრავი მტვრის სტრუქტურაა და ვარსკვლავების წარმოშობის აქტიური პროცესები. ინფრაწითელი სპექტრით მომუშავე ლაბორატორიაში, ასეთ უბნებში ისეთი რამის დანახვაა შესაძლებელი, რაც სხვა სიგრძის ტალღებზე შეუძლებელია.

ინფრაწითელი სხივები ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია, თუმცა ზოგიერთი ინფრა ტალღა აღწევს მტვრის და გაზის ღრუბლებში. ამას ჩვეულებრივი ხილული სინათლე ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ იყენებენ ასტროფიზიკოსები ინფრაწითელ სპექტრს, ვარსკვლავების ფორმირების პროცესების შესასწავლად.

ტარანტულის ნისლეულში სწორედ ერთ-ერთი ასეთი უბანი მდებარეობს – R136. აქ მასიური ვარსკვლავები ფორმირდებიან ერთმანეთიდან ძალიან ახლო მანძილზე და გაცილებით სწრაფად, ვიდრე გალაქტიკის სხვა უბნებში.

R136-ის რადიუსი სულ რაღაც 9 ტრილიონი კილომეტრია და მასში 40-ზე მეტი მასიური ვარსკვლავია. თითოეული მათგანი მზეზე მინიმუმ 50-ჯერ დიდია.

NASA “სპიტცერს” 2020 წლის 22 იანვარს დაემშვიდობა. ტელესკოპმა მუშაობა საბოლოოდ 30 იანვარს დაასრულა. მისია 15,5 წელიწადს გრძელდებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*