ტერმიტებმა ჩინელის მიერ დამალული ფული შეჭამეს

მოხუცმა ჩინელმა, რომელმაც ფული დამალა სახლში, წლების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ისინი თითქმის სრულად ტერმიტებს შეეჭამათ. მალე გაფუჭებული ბანკნოტები არტ–ობიექტები გახდებიან: ისინი სხვებს მსგავსი შეცდომის თავიდან აცილებაში დაეხმარებიან.

დაახლოებით ორი წლის წინ 60 წლის ჩინელმა ცი შენლიმ დაგროვილი ფულის, 20 000 იუანის (2 750 ევრო) სახლში დამალვა გადაწყვიტა. მან ფული რამდენიმე პოლიეთილენის პარკში შეახვია, საკუთარ საძინებელში 15 სანტიმეტრის სიღრმის ორმო ამოთხარა და შემდეგ აგურით დაფარა. მოხუცი ბანკებს არ ენდობოდა და ასეთი მეთოდით ფულის შენახვა გადაწყვიტა.

ცის ფული დასჭირდა, მაგრამ მათი გამოყენება ვეღარ მოახერხა: ტერმიტების წყალობით კუპიურები მტვრად გადაქცეულიყო.

საკუთარი გაფუჭებული ფული მან ბანკში წაიღო, მაგრამ აქ მხოლოდ 12 ბანკნოტი, 600 იუანი (83 ევრო) აიღეს.

ეს ისტორია ჩინეთის ინტერნეტ სივრცეში ფართოდ გავრცელდა. გლეხის პრობლემით 33 წლის მხატვარი ხუ დიშენი დაინტერესდა. მან დარჩენილ ბანკნოტებში მათი საწყისი ღირებულება შესთავაზა. ახალგაზრდამ ფულის არტ–ობიექტებად გადაქცევა გადაწყვიტა რათა სხვები ამ შეცდომისგან დაიცვას. ჩინეთში და მთელ მსოფლიოში ადამიანები ხშირად ინახავენ ფულს შინ და ხშირად კარგავენ კიდეც.

ცი შენლი თავიდან უარზე იყო ასეთი გულუხვ წინადადებაზე, მაგრამ როცა მხატვარმა თავისი კეთილშობილი მიზანი აუხსნა, მან მხატვარს მარტო ფულის ნარჩენები კი არა, აგურიც გადასცა.

National Geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*