ტერორისტებმა ასურელთა სასახლე “აღმოაჩინეს”

მოსულში, ტერორისტების მიერ გათხრილ საიდუმლო თავდაცვით გვირაბში 2600 წლის წინანდელი ასურული სასახლე აღმოაჩინეს. ისლამისტების განდევნის შემდეგ ერაყის არმიის ჯარისკაცებმა გვირაბში ფარნებით შევიდნენ. შესასვლელი საკმაოდ ვიწრო იყო, თუმცა რაც უფრო ღრმად შედიოდნენ, სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ წინ დიდი სივრცე უნდა ყოფილიყო. მალე საოცარი სურათი გადაიშალა. მათ თვალწინ იყო ასურული ფრთოსანი ხარებისა და ქალღმერთების ქანდაკებები. ლურსმული წარწერები კედლებზე, კერამიკა და სხვა მასალები აშკარას ხდიდა, რომ ისინი ტერორისტების მიერ გათხრილ თავშესაფარში კი არა, უძველესი ქალაქის ცენტრში აღმოჩნდნენ.

მეცნიერებმა ქანდაკებების შესწავლისას ნახეს, რომ გვირაბი ასურულ სასახლეს მთელ სიგრძეზე გასდევდა. ქანდაკებების გარდა შემონახულია კედლების ფრაგმენტები, ბარელიეფები და ლურსმული წარწერები. ისინი მეფე ასარჰადონის (იგივე აშურ–აჰა–იდდინი) პერიოდს (ძვ. წ. 672 წ.) მიეკუთვნება.

ისლამისტებს არქეოლოგიური საიტი არ დაუზიანებიათ და ახლა არქეოლოგები სახიფათო ვითარებაში მიკვლეულ არტეფაქტებს აღწერენ. სპეციალისტები შიშობენ, რომ ნაჩქარევად გათხრილი გვირაბები ყოველ წუთს შეიძლება ჩამოიქცეს და არქეოლოგიური საიტი შესაძლოა დაზიანდეს.

170308064610-03-mosul-tunnel-0308-exlarge-169_387732

3201710111321948714176

image

Leave a comment

Your email address will not be published.


*