“ტიტანიკის” ახალი შეჯახება: გაიხსნა შემთხვევის დეტალები, რომლებიც საიდუმლოდ ინახებოდა

ბრიტანელი მეცნიერები ღრმაწყლის წყალქვეშა აპარატით ჩაძირულ გემს შეეჯახნენ.

უახლოეს მომავალში, შეერთებულ შტატებში ორი გახმაურებული სასამართლო პროცესი გაიმართება, რომლებიც “ტიტანიკთან” არიან დაკავშირებული.

ამერიკული კომპანია RMST, რომელიც ჩაძირული ხომალდების ამოყვანით არის დაკავებული, 1994 წლიდან ოფიციალურ იურიდიულ პირად არის აღიარებული: მხოლოდ ამ კომპანიას აქვს ჩაძირული ნივთების ამოღების ექსკლუზიური უფლება. მაგრამ ეს სტატუსი წინააღმდეგობაში მოდის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ნაციონალურ სამმართველოსთან (NOAA), რომელიც ჩაძირული გემების დაცვის უფლებამოსილია.

20 თებერვალს დანიშნულია სხდომა, სადაც RMST უნიკალური არტეფაქტების ოკეანის ფსკერიდან ამოღების უფლებას მოითხოვს. მათ შორის არის მაკრონის უსადენო ტელეგრაფი, რომლითაც SOS-ის სიგნალი გაიგზავნა “ტიტანიკიდან”. ნებართვის შემთხვევაში მოწყობილობის ამოღება 2020 წლის ზაფხულში მოხდება.

როცა RMST-მა Triton-ის ექსპედიციის შესახებ შეიტყო, კომპანიამ NOAA-სთან მიმართებაში სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ისინი სახელმწიფოს ფაქტების დამალვაში ადანაშაულებენ.

ბრიტანული საკვლევი წყალქვეშა ნავი “Triton”-ი “ტიტანიკს” გასული წლის ივლისში შეეჯახა. მაგრამ ეს ფაქტი NOAA-მ მხოლოდ ამა წლის 7 იანვარს განაცხადა.

ინციდენტი ახსნეს მოულოდნელი და ძლიერი წყალქვეშა დინებებით, მაგრამ ექსპედიციის ხელმძღვანელის რობ მაკკალუმის თქმით, ჩაძირულ “ტიტანიკს” რაიმე სერიოზული ზიანი არ მიყენებია.მომჩივანი შეჯახების ამსახველ ვიდეოჩანაწერს ითხოვს.

საინფორმაციო საშუალებები კი თვლიან, რომ ახალი სასამართლო პროცესი მხოლოდ იმისთვის წამოიწყო RMST-მა, რომ თავისი ძირითადი პოზიციები განიმტკიცოს NOAA-სთან მიმართებაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*