ტიტანი სატურნს 100-ჯერ უფრო სწრაფად შორდება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

3-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მთვარე შორდება დედამიწას.

პარიზის ობსერვატორიის მეცნიერების ჯგუფმა დაადგინეს, რომ სატურნის თანამგზავრი ტიტანი თავის პლანეტას წელიწადში 11 სმ-ით შორდება. ეს დაახლოებით 100-ჯერ მეტია, ვიდრე წინა კვლევებში მიიჩნეოდა.

მეცნიერებმა დაადგინეს. რომ ტიტანი სატურნთან უფრო ახლოს წარმოიშვა და თავის ახლანდელ ორბიტაზე გადაინაცვლა 1,2 მილიონი კილომეტრით, 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში. ძველ კვლევებში მიჩნეული იყო, რომ ისეთი თანამგზავრები, როგორიცაა ტიტანი და იუპიტერის მთვარე კალისტო, ორბიტალურ მანძილზე წარმოიშვნენ და მუდამ იქ იყვნენ, სადაც მათ ახლა ვხედავთ. ახლა კი დადასტურდა, რომ სატურნის მთვარეების და რგოლების სისტემა უფრო დინამიურად ყალიბდებოდა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

ის ფაქტი, რომ ტიტანი ნელ-ნელა თავის პლანეტას შორდება, რაიმე უჩვეულო არ არის. ეს თანამგზავრების უმეტესობას ემართება, მათ შორის დედამიწის მთვარესაც. ეს ე.წ. მოქცევის აჩქარებით აიხსნება. თანამგზავრის გრავიტაცია იწვევს მოქცევის მოვლენებს ცენტრალურ პლანეტაზე. რადგან პლანეტა თავის ღერძის გარშემო ბრუნავს, მოქცევის შედეგად გაბნეული ნივთიერება თანამგზავრსაც ერწყმის და მასზე გრავიტაციულ ზეგავლენას ახდენს.

მთვარის შემთხვევაში, ეს მოვლენა მისი მოძრაობის სიჩქარის შენელებას იწვევს, ხოლო ორბიტა უფრო მაღალი ხდება. მეცნიერების გამოთვლებით, დედამიწას მთვარე წელიწადში 3,82 სანტიმეტრით შორდება.

მსგავსი ურთიერთქმედებაა სატურნსა და ტიტანს შორისაც. მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სატურნის გაზისებური სტრუქტურის გამო ეს ეფექტი მკვეთრად გამოხატული არ იქნებოდა. გაზისებური სტრუქტურა ნაკლებ ხახუნს იწვევს, ვიდრე ოკეანეები და დედამიწის მყარი ზედაპირი.

ტიტანის და სატურნის ურთიერთმდებარეობის შესასწავლად, მეცნიერებმა ორი მეთოდი გამოიყენეს. პირველ შემთხვევაში გამოიყენეს “კასინის” მიერ მიღებული მონაცემები და მას დაუმატეს 1886 წლის ისტორიული დაკვირვებები. მეორე მეთოდი რადიომეტრიაა. 2006-დან 2016 წლამდე “კასინი” 10-ჯერ მიუახლოვდა ტიტანს. მეცნიერებმა შეაფასეს ტიტანის გრავიტაციით გამოწვეული კოსმოსური აპარატის სიჩქარის ცვლილება. მეცნიერებმა ასტრონომიული და რადიომეტრიული მონაცემების გამოყენებით და ანალიზის ორი განსხვავებული მეთოდის საშუალებით, ერთმანეთთან თანხვედრილი შედეგები მიიღეს.

ჯერ კიდევ 2016 წელს კალიფორნიის ტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერმა ფულერმა ივარაუდა გაზის გიგანტების მთვარეების უფრო სწრაფი მიგრაცია. მკვლევარმა აღნიშნა, რომ თანამგზავრის გრავიტაციული ძალა აიძულებს ცენტრალური პლანეტის რხევას გარკვეული სიხშირით. რხევის მაღალი ამპლიტუდა იწვევს ენერგიის დიდი რაოდენობის დაკარგვას, რაც თავის მხრივ აიძულებს თანამგზავრს დაშორდეს თავის პლანეტას დიდი სიჩქარით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*