ტიტანოზავრები დამოუკიდებლები იბადებოდნენ

მადაგასკარზე აღმოჩენილი ნამარხების შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა პასუხი გასცეს კითხვას, თუ როგორ ვითარდებოდნენ ტიტანოზავრები კვერცხიდან გამოჩეკის შემდეგ.

ტიტანოზავრ660d0ee4d387a065f22bb835622e547bები მიეკუთვნებიან ზაუროპოდების ინფრაჯგუფის ხვლიკისებრთა დინოზავრებს. ისინი ბინადრობდნენ 171–65,5 მილიონი წლის წინ ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. 40 მეტრის სიგრძის და 88–110 ტონის მასის მქონე, ისინი ითვლებიან ხმელეთის ხერხემლიანებს შორის ყველაზე დიდ ბინადრებად.

2001 წელს მადაგასკარზე აღმოაჩინეს ზრდასრული და პატარა ტიტანოზავრების ნაშთები. მისი ხერხემალი შედგება 16 კისრის, 11 ზურგის და 6 კუდუსუნის მალებისგან. სიმაღლე აღწევდა 6 მეტრს, სიგრძე 18 მეტრს და მასა 12 ტონას. ამასთან, ახალგაზრდა ტიტანოზავრის ძვლები ისეთი პატარა იყო (მენჯის სახსრის ზომა 35 სმ.), რომ თავდაპირველად ის ნამარხი ნიანგის ეგონათ. თუმცა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს იყო ჩვილი ტიტანოზავრი. ამგვარად, პალეონტოლოგების ხელში პირველად აღმოჩნდა ახალშობილი ტიტანოზავრის ნამარხები.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაბადებისთანავე დინოზავრები მოზრდილებისგან მხოლოდ ზომებით განსხვავდებოდნენ. ისინი ამ განსხვავებასაც ძალიან სწრაფად ამცირებდნენ. გამოჩეკის დროს მათი მასა 3,4 კგ. იყო, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე 40 კილოგრამს აღწევდა. მათი კიდურებისთვის დამახასიათებელია ზრდის იზომეტრული ტიპი, რომლის დროსაც ორგანოები ისეთივე სისწრაფით იზრდება, როგორც მთელი სხეული.

ამ აღმოჩენის საფუძველზე მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რაპეტოზავრები (და ყველა ტიპის ტიტანოზავრები) ზრდასრულები იბადებოდნენ: ისინი პრაქტიკულად მაშინვე გადაადგილდებოდნენ და უფროსების დახმარების გარეშე მოიპოვებდნენ საკვებს. ასეთი ქცევა დინოზავრების ამ ჯგუფს ძირფესვიანად ასხვავებს სხვა ტიპის დინოზავრებისგან. მაგ: Ornithischia–ს და ტეროპოდებს ახასიათებთ შთამომავლობაზე ხანგრძლივი ზრუნვა.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*