ტორნადოების ციკლი

Dszpics1

განვლილ 60 წელიწადში იკლო იმ დღეების რაოდენობამ, როდესაც აშშ–ს თავს ატყდებოდა ერთი ტორნადო მაინც. კლიმატოლოგი ჯეიმს ელსნერი გააკვრირვა ამ მონაცემებმა. “ვიცით, რომ ატმოსფერო სულ უფრო თბილი და ნოტიო ხდება, კლიმატის ცვლილებამ კი ტორნადოები, ალბათ, უნდა გაააქტიუროს”, – ამბობს ის.

შემდეგ ელსნერმა და მისმა კოლეგებმა (ფლორიდის უნივერსიტეტი) აღმოაჩინეს ეს ეფექტი: ტორნადოს დღეებში ტორნადოების რაოდენობა ბევრად მეტია. 2001 წლიდან დღეში 32 ტორნადო ყოველ წელს წარმოიქმნება, რაც ადრე იშვიათობა იყო. “თუ ატმოსფერო უფრო ეფექტურად წარმოქმნის ტორნადოებს, – გვაფრთხილებს ელსნერი, – შტორმების პროგნოზს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*