ტორნადო ცისარტყელადან გაჩნდა

287319562944548bf05ee1d14a50f516

საოცარი მოვლენა გადაიღეს ე. წ. “ტორნადოზე მონადირეებმა” – ტორნადო პირდაპირცისარტყელას რკალის ზოლიდან ამოიზარდა. “ტორნადოზე მონადირეები” ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულები არიან. ისინი დედამიწის სხვადასხვა წერტილში მიდიან ტორნადოებზე დასაკვირვებლად და ატარებენ ამინდის მონიტორინგს. ამერიკელმა კევინ როლფსმა ჯგუფ Basehunters-ის სხვა “მონადირეებთან” ერთად, არა მარტო ნახა, არამედ მოახერხა ქარიშხლის განვითარების მთელი პროცესის ვიდეოზე გადაღება.

კოლორადოს შტატ582ea43ae4d17d1aca31ea41b5465036ის ქალაქ ედზში გადაღებული 15 წუთიანი ფირი სრულად აფიქსირებს ტორნადოს წარმოშობას და გადაადგილებას. ამჯერად ქარბორბალამ მნიშვნელოვნად არ დააზარალა რეგიონი, თუმცა ძალიან გაახარა უჩვეულო სანახაობით ქსელის მომხმარებლები. თუმცა ამერიკის დიდი ზიანის სხვა რეგიონებში ამინდმა მეტი ზარალი მოიტანა. ტეხასის შტატში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ათობით ჰოსპიტალიზირებულია, სამხრეთ დაკოტა თოვლმა დაფარა, აიოვას შტატში კი შენობებს სახურავები ახადა.

ტორნადო (იგივე ქარბორბალა) – ეს არის ატმოსფერული ქარიშხალი, რომელიც ჯგუფურ საწვიმარ ღრუბლებში ჩნდება და ქვემოთ ვრცელდება, ხშირად დედამიწის ზედაპირამდე. იგი წააგავს ძაბრს ან ხორთუმს. დიამეტრი ათეულობით, ხანდახან ასეულობით მეტრია. ბოლო 60 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოების რაოდენობა მცირდება, მაგრამ მათი სიმძლავრე მატულობს.

მომზადებულია National geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*