ტუნისში ნაპოვნია უძველესი გიგანტური ნიანგი

ტუნისის ერთ–ერთ უდაბნოში მეცნიერებმა აღმოაჩინეს გიგანტური ზღვის ნიანგის ნამარხი ნაშთები. 10–მეტრიანი არსება თავისი სახეობის “მეფედ” იქცა.

ტუნისის ქალაee3d6430404f9599cd822ee4cc538e65ქ ტატავინთან ახლოს გათხრებს აწარმოებდნენ ბოლონიის უნივერსიტეტის პალეონტოლოგები ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების ხელშეწყობით. აღმოჩენილი ნამარხი ნაწილებით, რეპტილია მიაკუთვნეს Machimosaurus–ის სახეობას: იურული პერიოდის გიგანტურ ზღვის ნიანგს 3 ტონა მასის, 10 მეტრი სიგრძის სხეულით და 160 სანტიმეტრის სიგრძის ყბებით – იგი არის თავისი სახეობის უმსხვილესი წარმომადგენელი, რის გამოც მიენიჭა სახელი Machimosaurus rex (მეფე). ნამარხის ასაკი 130–150 მილიონი წლით განისაზღვრება.

უდაბნო, სადაც პალეონტოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა, ადრე ლაგუნა იყო. აქ ბინადრობდნენ თევზები, კუები, რომლებზეც Machimosaurus rex ნადირობდა. ადრე ამ სახეობის ნამარხები აღმოჩენილია შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

Machimosaurus rex–მა თავის თანამოძმეებს მხოლოდ ზომით კი არ აჯობა, არამედ არსებობის ხანგრძლივობითაც: იგი იურული პერიოდის დასრულების შემდეგ კიდევ 25 მილიონი წელი დაცურავდა ზღვაში.

უძველესი ზღვის ნიანგები ზომით უფრო მომცროები არიან, ვიდრე მტკნარი წყლის ნიანგები. ყველაზე დიდი ამ სახეობიდან ითვლება სარკოზუხი, Sarcosuchus imperator–ი. იგი ბინადრობდა 110 მილიონი წლის წინ, იწონიდა 8 ტონას, სიგრძეში 12 მეტრს აღწევდა და ჰქონდა 180 სანტიმეტრის სიგრძის ყბები.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*