ტურისტებმა ჰავაის პლიაჟზე უძველესი პეტროგლიფები იპოვეს

ჰავაის კუნძულ ოაჰუზე, ტეხასელმა ტურისტებმა, ივლისის თვეში პლიაჟზე გამოსახულებები აღმოაჩინეს.ისინი 400 წელზე მეტ ხანს ქვიშით იყო დაფარული.

ტურისტები ამ აღმოჩენას ბედნიერ შემთხვევას მიაწერენ: მათ ქვიან ნაპირზე ხაზების დანახვა მაშინ შეძლეს, როცა იქ მზის სხივი დაეცა. დაინტერესებულმა ტურისტებმა სანაპიროს 18 მეტრი დაათვალიერეს და 10 პეტროგლიფი აღმოაჩინეს.

მათ სპეციალისტებს მიმართეს. ჰავაელმა მეცნიერებმა სამხედროების დახმარებით კიდევ 7 ნახატი იპოვეს. ყველაზე დიდი 1,5 მეტრს აღწევს.

ექსპერტების აზრით, ნახატები აბორიგენების მიერ არის შესრულებული 400 წლის წინ. წლების განმავლობაში ისინი მოძრავმა ქვიშამ დაფარა.ჩვენს დროში ქვიშის მოძრაობა განახლდა და ისინი კვლავ გამოჩნდა.

ამ არმოჩენის გახმაურების შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეებმა განაცხადეს, რომ მათაც ნანახი ჰქონდათ ნახატები, მაგრამ მათთვის მნიშვნელობა არ მიუქცევიათ.

მეცნიერები ყველას აფრთხილებენ, რომ ახალი ნახატების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტებს და არავითარ შემთხვევაში თვითონ არ სცადონ მათი გასუფთავება – ამან შეიძლება პეტროგლიფები დააზიანოს.

1d175d1a512b5161d21871908d11a796

91977fa67a9ebeeaaf0cb44332b9314d

d31bdf71aac1a43c1441d434914c6ef8

Leave a comment

Your email address will not be published.


*