უახლესი კრატერი – ულამაზესი ფოტო მარსიდან

პლანეტათაშორისი სადგურიდან, Mars Reconnaissance Orbiter–დან შესანიშნავი ფოტო მოვიდა.

ვალიერს მარინერსის რეგიონში მდებარე კრატერი ზონდის ობიექტივში 2019 წლის 17 აპრილს მოხვდა. გამოთვლების მიხედვით ის 2016 წლის სექტემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე მონაკვეთში წარმოიშვა. ფოტო გადაღებულია 255 კილომეტრის სიმაღლიდან.

კრატერზე პლანეტის მოწითალო, მტვრიანი ზედაპირის ქვეშ კონტრასტული ბნელი უბანი გამოჩნდა.

კრატერის სიგანე 15–16 მეტრია. მეტეორიტი, რომელიც მარსზე დაეცა და კრატერი წარმოიშვა, სიგანეში დაახლოებით 1,5 მეტრი იყო.

შეჯახებას მარსის ზედაპირზე ბაზალტის ფენა უნდა გაეშიშვლებინა. მაგრამ გაუგებარია, შეეხო თუ არა იგი დიდ სიღრმეზე ყინულის შრეებს.

მსგავსი კრატერები ნამდვილი აღმოჩენაა, რადგან მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, შეისწავლონ წითელი პლანეტის სიღრმეები სპეციალური საბურღი როვერების გარეშე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*