უახლესი ყავისფერ ჯუჯაზე იუპიტერის მსგავსი ღრუბლების ფენები აღმოაჩინეს

მათგან სილიკატების და ამიაკის წვიმა მოდის.

ეს ყავისფერ ჯუჯაზე მსგავსი ღრუბლების აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. პირველად ეს პოლარიმეტრიის გამოყენებით მოხდა. ეს მეთოდი სინათლის პოლარიზაციის ხარისხის განსაზღვრასა და სინათლის პოლარიზაციის სიბრტყის მობრუნების კუთხის გაზომვაში მდგომარეობს, როცა სინათლე ოპტიკურად აქტიურ ნივთიერებაში გადის.

ეს მეთოდი ახალი არ არის, მაგრამ ტექნოლოგიების და ანალიზის მეთოდების დახვეწამ მას კოსმოსის შესწავლაში ახალი შესაძლებლობები შესძინა.

ყავისფერი ჯუჯა Luhman 16A დედამიწიდან 6,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს ასტრონომიულად ძალიან ახლოსაა, მაგრამ საკმაოდ შორს იმისთვის, რომ ასეთ პატარა და მკრთალ ობიექტზე დეტალები გამოჩნდეს.

ყავისფერი ჯუჯები პლანეტებსა და ვარსკვლავებს შორის გარდამავალი რგოლები არიან. მათ ხშირად “უიღბლო ვარსკვლავებსაც” უწოდებენ. ისინი ვარსკვლავებივით კოსმოსურ გაზურ ღრუბლებში მატერიის მკვრივი კვანძების კოლაფსის შედეგად ფორმირდებიან. მაგრამ ისინი არასაკმარისად მასიურები არიან მათ ბირთვში წყალბადის სინთეზისთვის. თუმცა მათი მასა საკმარისია. თერმობირთვული რეაქციებისთვის დეიტერიუმის და ლითიუმის ბირთვების მონაწილეობით.

Luhman 16A ყავისფერი ჯუჯების ორმაგ სისტემაში შედის, რომელიც Luhman 16AB სახელით არის ცნობილი. ისინი დედამიწასთან უახლოესი მსგავსი ობიექტები არიან, ამიტომ ისინი შემდგომი შესწავლისთვის იდეალური კანდიდატები არიან.

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომმა მაქსველ მილარ-ბლანშერმა და მისმა კოლეგებმა ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT) ჩილეს ობსერვატორიაში გამოიყენეს. მათი მიზანი ჯუჯა Luhman A-ზე დეტალების გარჩევა იყო, სწორედ პოლარიმეტრიის მეთოდის გამოყენებით.

ჯგუფმა ნამდვილი ღრუბლების დანახვა ვერ შეძლო. ეს დღეისთვის ჩვენს შესაძლებლობებს ცდება. მაგრამ პოლარიმეტრიული გაზომვების შემდეგ მეცნიერებმა რთული მოდელირება გამოიყენა. მათ ღრუბლების განივი ზოლები აღმოაჩინეს. ასეთი ზოლები აქვთ მზის სისტემის გაზურ გიგანტებს – კერძოდ, იუპიტერს.

ყავისფერი ჯუჯების ღრუბლების მორფოლოგიის გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი პირდაპირ არიან დაკავშირებულები ამ ობიექტების ატმოსფეროში მიმდინარე ქიმიურ პროცესებთან.

Leave a comment

Your email address will not be published.


*