უდიდესი თერმული ტბა ევროპაში

დასავლეთ უნგრეთში მდებარე ჰევიცის ტბა აღიარებულია, როგორც უდიდესი თერმული ტბა ევროპაში.

ძველად, როდესაც თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე რომაელები ცხოვრობდნენ დაიბადა ლეგენდა ბიჭზე და სამკურნალო წყაროზე. ლეგენდის თანახმად, ბიჭი პარალიზებული იყო, ამიტომ მისმა ძიძამ ბიჭის გადარჩენისთვის დაიწყო ლოცვა ღვთისმშობელისადმი. ღვთისმშობელმა ისმინა ქალის ლოცვა. მიწიდან იწყო თბილმა წყალმა დინება, რომელიც კურნავდა ავადმყოფ ბავშვს. ეს ბიჭი იყო რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი ფლავიუს თეოდოსი.

ეს სამკურნალო ტბა დღესაც მდებარეობს უნგრეთში. ჰევიცის ტბა ითვლება უდიდეს თერმულ ტბად ევროპაში. მისი ფართობი 47 500 მ²–ია.

არქეოლოგიheviz-water-liliesური გათხრების შემდეგ წყლის სამკურნალო თვისებები დადასტურდა. ამიტომ ლეგენდა დღესაც აქტუალურია.

დღეს ტბა გარშემორტყმულია მაღალი სუროს ხეებით. ეს ტერიტორია ადრე ფეშტეტიჩების ოჯახს ეკუთვნოდა. XVIII საუკუნის ბოლოს გრაფმა გიორგი ფეშტეტიჩმა, რომლის საგვარეულო ციხე ტბიდან მხოლოდ 4 კილომეტრში მდებარეობდა, გაამახვილა ყურადღება ტბის სამკურნალო თვისებებზე და დაიწყო ფიქრი აბანოს აშენებაზე. სწორედ ამიტომ დღეს ეს კომპლექსი ფეშტეტიჩის სახელობისაა.

აბანოებს შეიძლება ესტუმროს მთელი წლის განმავლობაში, თუნდაც ზამთარში, რადგან წყლის ტემპერატურა 23–24 გრადუსზე ქვემოთ არ ეცემა, ხოლო ზაფხულში 35–38 გრადუსს აღწევს. აქ თქვენ ბანაობა შეგიძლიათ ინდური ლილიებით გარშემორტყმულ ადგილასაც, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს ჩამოიტანეს.

ჰევიცი ღრმა ტბაა. მისი მაქსიმალური სიღრმე 38 მეტრია. ტბის ლამს და ტალახს არანაკლები სამკურნალო თვისებები გააჩნია. წყალი ასევე მდიდარია მინერალური მარილებით. ტბაში ბანაობის შემდეგ კანი ხდება ელასტიური და აბრეშუმისებრი. წყალს და ტალახს ასევე აქვს კუნთოვანი სისტემის მკურნალობის თვისებაც.

როგორ მოვხვდეთ აქ?

თერმულ ტბასთან მისვლა შესაძლებელია, როგორც უნგრეთიდან ისე ავსტრიიდან. იგი მდებარეობს ბუდაპეშტიდან 192 კილომეტრში და ვენიდან 197 კილომეტრში. ვენის აეროპორტიდან ჰევიცის მიმართულებით ყოველ კვირას არის რეისი. ბუდაპეშტიდან კი ტბასთან ავტობუსი მიდის, რომელსაც დაახლოებით 2 საათი და 40 წუთი სჭირდება.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*