უზარმაზარი “მტვრის ეშმაკი” მარსზე ერთობა

ეს მოვლენა მრავალფუნქციურმა ავტომატურმა საპლანეტაშორისო სადგურმა Mars Reconnaissance Orbiter-მა დააფიქსირა.

მტვრის ან ქვიშის ქარიშხალს ჰაერის მოძრაობას უწოდებენ, რომელიც მზის სხივებით დედამიწის ზედაპირის ძლიერად გათბობის შედეგად დღისით, უღრუბლო ამინდში წარმოიქმნება.

ეს მოვლენა გვხვდება როგორც, დედამიწაზე, ასევე მარსზე. მას სხვაგვარად “მტვრის ეშმაკებსაც” უწოდებენ.

მარსის ქარიშხლები დედამიწისეულთან შედარებით 50-ჯერ განიერი და 10-ჯერ უფრო მაღალია. ერთ-ერთი ასეთი ქარბორბალა 2019 წლის ოქტომბერში Mars Reconnaissance Orbiter-მა გადაიღო.

მისიის სპეციალისტის შერონ უილსონის შეფასებით, ქარბორბალას ბირთვის სიგანე 50 მეტრია, ხოლო გრძელი ჩრდილი, რომელსაც ის წარმოქმნის იმაზე მეტყველებს, რომ ქარიშხლის შლეიფის სიმაღლე 650 მეტრს აღწევს.

მარსზე პირველი ქვიშის ქარიშხალი 1970-იან წლებში გადაიღეს. მაშინ მან პირდაპირ მოდულ Mars Pathfinder-ს გადაუარა. ამის შემდეგ მარსმავლებმა კიდევ რამდენიმე “ეშმაკი” დააფიქსირეს.

განსაკუთრებით ძლიერი ქარიშხლები დიდ საშიშროებას ქმნიან მარსის სადგურებისა და მარსმავლებისთვის. მაგრამ არა ყოველთვის: 2005 წელს ასეთმა ძლიერმა ქარიშხალმა მარსმავალი Spirit-ის პანელები გადაწმინდა და ამის შემდეგ მისი მუშაობის ეფექტურობა გაიზარდა.

2012 წელს HiRISE-მა 20 კილომეტრის სიმაღლის “მტვრის ეშმაკი” დააფიქსირა. ამასთან, მისი სიგანე, სულ რაღაც, 70 მეტრი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published.


*