უკანასკნელი პანორამა მარსიდან

რა გადაიღო მარსმავალმა Opportunity–იმ ვიდრე კავშირზე გამოსვლას შეწყვეტდა.

თებერვლის შუა რიცხვებში NASA-მ ოფიციალურად განაცხადა Opportunity–ის მისიის დასრულების შესახებ. როვერმა მარსს 2004 წელს მიაღწია და დაგეგმილი თვენახევრის ნაცვლად წითელ პლანეტაზე 14 წელი დაჰყო. კავშირი მარსმავალთან 2018 წლის ივნისში გაწყდა. 2019 წლის თებერვალში NASA–მ საბოლოოდ დაკარგა იმედი.

Opportunity–ის გედის სიმღერად მარსის პანორამა იქცა. ის 354 ფოტოსგან შედგება, რომლებიც გადაღებულია 2018 წლის 13 მაისიდან 10 ივნისამდე სიმტკიცის ველზე. სწორედ აქ შეწყდა კავშირი როვერთან.

ცენტრიდან მარჯვნივ მოსჩანს კრატერ ინდევორის რკალი. მარცხნივ მოსჩანს როვერის კვალი, რომელიც ქვემოთ მიემართება. სწორედ ამ უბნების შესწავლა სურდათ მეცნიერებს.

879a5b37440e7bd00d0af9ef21fa9a71

Leave a comment

Your email address will not be published.


*