უკბილო პტეროზავრის ნაშთები აფრიკაში აღმოაჩინეს

ბოლო დროს ეს უკვე მეოთხე ახალი სახეობაა.

პორტსმუტის უნივერსიტეტის პალეობიოლოგებმა ახალი სახეობა განსაზღვრეს – თავის მხრივ მაროკოში აღმოჩენილი პირველი შემთხვევა. ახალი სახეობა პტეროზავრების ოჯახს – Tapejarids-ს მიეკუთვნება, რომლებიც ცარცულ პერიოდში ბინადრობდნენ.

Tapejarids-ები მცირე ზომის პტეროზავრები იყვნენ, რომელთა გაშლილი ფრთები 4 მეტრს აღწევდა. უმეტესობას თავის ქალაზე ფართო “სავარცხელი” ჰქონდათ.

პტეროზავრები კარგად არიან ცნობილი ბრაზილიაში და ჩინეთში, ზოგიერთი ევროპაშიც, მაგრამ ეს მფრინავი რეპტილია აფრიკაში პირველად აღმოაჩინეს. ადრე ცნობილი პტეროზავრებისგან განსხვავებით, ეს სახეობა უკბილოა. ახალ სახეობას მაროკოელი პალეონტოლოგის, პროფესორ სამირ ზუჰრის პატივსაცემად Afrotapejara zouhrii უწოდეს.

განათხარი მასალა, რომელიც ყბის ფრაგმენტს წარმოადგენს, მაროკოს კასაბლანკას ჰასან II-ის სახელობის უნივერსიტეტის კოლექციის კუთვნილებაა.

პტეროზავრები ყველაზე ძველი ხერხემლიანები არიან, რომლებმაც ფრენის უნარი შეიძინეს. ისინი მეზოზოური ერის დროს, გვიანი ტრიასული პერიოდიდან ცარცული პერიოდის ბოლომდე ცხოვრობდნენ. უკანასკნელი წარმომადგენლები, დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*