ულვაში, წვერი და კუდი: ნამდვილი მამაკაცის საბუთები

თმის ვარცხნილობა, წვერი და ულვაში მამაკაცის ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მაგალითად, აშშ–ში წვერი დაეხმარა აბრაამ ლინკოლნს პრეზიდენტად გახდომაში. როგორ გაჩნდა ესპანიოლკა, რატომ მიიჩნევა იროკეზი ბრძოლის სიმბოლოდ – და სხვა ისტორიები მამაკაცის თმის ვარცხნილობებზე.

კონკისტადორები, ინდიელები და სამურაები

ესპანელი კონკი23b4b25656e87d98393377701d1150ceსტადორები მარტო ამერიკის კოლონიზაციის დროს პირველი დამპყრობლები კი არ იყვნენ, არამედ პირველებმა დაიწყეს ლოყების გაპარსვა და წვერის პატარა ნაწილის დატოვება, რომელსაც “ესპანიოლკა” შეარქვეს. ულვაშის და პატარა წვერის კომბინაცია მოდაში XV-XVI საუკუნეებში შემოვიდა და დღემდე პოპულარულია მამაკაცებში.

მხოლოდ ინდიელების დამპყრობლები არ აღმოჩნდნენ მოდის კანონმდებლები. პანკებს შორის გავრცელებულმა ვარცხნილობამ – იროკეზმა – ეს სახელი აშშ–ს და კანადის ტერიტორიებზე მცხოვრები ინდიელების, ამავე სახელწოდების ტომის მიხედვით მიიღო. საინტერესო ისარის, რომ თვითონ იროკეზები არასდროს არ ატარებდნენ ამ ექსტრავაგანტულ ვარცხნილობას. თავის გადაპარსვის და თმის ზოლის დატოვების ტრადიცია ჰქონდათ შაუნებს, რომლებიც იროკეზების ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. თავს მათ მტრებადაც კი მიიჩნევდნენ. ინგლისურ ენაში ამ ვარცხნილობას “Mohawk”–ს უწოდებენ. ჩრდილო ამერიკული მოჰოკების (მოჰაუკი) საპატივსაცემოდ. დღევანდელ დღეს პანკებს შორის იროკეზი საზოგადოებისგან თავს მოხვეული სტერეოტიპის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ ითვლება.5bab81487ab5e5ec84c992a351106d0d

გარეგნობა და თმის ვარცხნილობა დიდ როლს ასრულებდა სამყაროს სხვა ნაწილშიც. იაპონიაში ადამიანის საზოგადოებაში სტატუსის საზომი შეჭრილი თმა იყო. მაგალითად, სამურაები თავის წინა ნაწილს იპარსავდნენ, გემპუკუს რიტუალის შემდეგ (სრულწლოვნების რიტუალი), როდესაც ბიჭს მოზრდილის ტანსაცმელს ჩუქნიდნენ და ბავშვურ ვარცხნილობას მოზრდილების ვარცხნილობით ცვლიდნენ. XVI საუკუნეში შუბლზე გადაპარსულ თმას დაემატა “კობინი” – თმის კულული, რომელიც საფეთქლიდან ეშვებოდა. კობინს მხოლოდ სამურაები ატარებდნენ. ჩინეთშიც მამაკაცები დიდი ხნის განმავლობაში თავის წინა ნაწილს იპარსავდნენ და დარჩენილ თმას კეფაზე კუდად აგროვებდნენ და წნავდნენ.

ლინკოლნი და ფარაონები

1376806-linc2

აშშ–ს მე–16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი

XIX საუკუნეში წვერმა დიდი როლი ითამაშა ამერიკის პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებაში. არსებობს ვერსია, რომ ლინკოლნმა წვერი 12 წლის გოგონას წერილის შემდეგ მოუშვა. გოგონა წერდა, რომ მისი ნათესავები ხმას მისცემდნენ თუ ის წვერს გაიზრდის. ფოტოები ადასტურებს, რომ ლინკოლნმა ბავშვის რჩევა დაიჯერა.

ეგვიპტელები გულმოდგინედ იპარსავდნენ წვერს და თავს. წვერის ტარების უფლება მხოლოდ ფარაონს ჰქონდა. ისიც ხელოვნური იყო, ვიწრო და გამოწეული. სამკაულად მასში ჩაწნული იყო ოქროს გველი.

დღეს ნებისმიერი ზომის წვერის, ულვაშის და თმის ტარება ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*