უმსხვილესი წყალდიდობა ტასმანიაში

ავსტრალიის კუნძული ტასმანია მრავალი წლის მანძილზე უმსხვილესი წყალდიდობის წინაში აღმოჩნდა. დანგრეულია ასობით ობიექტი, მათ შორის ათობით ხიდი, არის მსხვერპლიც.

სტიქიური უბედურება ტასმანიას ივნისის დასაწყისში დაატყდა თავს. იგი ამ დროისთვის 40 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერად შეფასდა. მაგრამ წვიმები არ შეწყდა და 11–12 ივნისისთვის ნალექის რაოდენობამ 200–დან 340 მილიმეტრამდე მიაღწია. ყველაზე წვიმიან თვეებად იანვარი და თებერვალი ითვლებოდა. საშუალო წლიური ნორმა 600–1000 მილიმეტრს შეადგენს.

გადაუღებელმა კოკისპირულმა წვიმებმა წყლის დონის მატება გამოიწვია და ბოლო 87 წლის მანძილზე რეკორდულს მიაღწია. ბოლო შაბათ–კვირას ასამდე ადამიანი აღმოჩნდა სახლებში და ავტომობილებში გამომწყვდეული. ათობით შენობა არის დატბორილი, დანგრეულია ხიდები. დაღუპულია სამი და დაკარგულად ითვლება რამდენიმე ადამიანი.

ამ დროისთვის სტიქია უკან იხევს, მაგრამ სატრანსპორტო და სარკინიგზო მოძრაობა კვლავ შეფერხებულია. ასობით დაზარალებული დახმარებას ელის.

Leave a comment

Your email address will not be published.


*