უნიკალური ბიზანტიური ხელნაწერი საბერძნეთში ბრუნდება

XII საუკუნის შედევრი, ბიზანტიური ხელნაწერი, რომელიც წმინდა დიონისე ოლიმპიელის მონასტრიდან 1960 წელს მოიპარეს, საბერძნეთში დაბრუნდა. გადაწყვეტილება კალიფორნიის გეტის მუზეუმის ხელმძღვანელობამ მიიღო, სადაც მანუსკრიპტი ბოლო დრომდე ინახებოდა. მუზეუმმა უნიკალური ხელნაწერი 1983 წელს კერძო კოლექციონერისგან შეისყიდა.

Featured image

მინიატურა XII საუკუნის ბიზანტიური ხელნაწერიდან

ლაპარაკია XII საუკუნის პერგამენტზე, რომელიც კონსტანტინეპოლში თეოქტისტეს მიერ დაიწერა. მას მინიატურები ამკობს, რომელზეც სახარების სცენებია გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ ბიზანტიური უნიკალური ხელნაწერების დიდი ნაწილი სწორედ XII საუკუნეშია შექმნილი და ისინი ძირითადად კომნენოსთა დინასტიისთვის და კონსტანტინეპოლის ძლიერი მონასტრებისთვის იწერებოდა.

ბიზანტიური ხელოვნების შედევრი ათონის დიონისეს მონასტერს უახლოეს ხანებში დაუბრუნდება.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*