ურანი სწრაფად კარგავს ატმოსფეროს

ამ საკითხის გასარკვევად მკვლევარები პლანეტაზე ზონდის გაგზავნას აპირებენ.

1986 წლის ურანისა და “ვოიაჯერ-2”-ის ისტორიული შეხვედრის შემდეგ მიღებული მონაცემების შესწავლისას, მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს პლაზმოიდის არსებობა – ეს ურანიდან მაგნიტური ველით გამოგზავნილი ატმოსფერული ნივთიერების ჯიბეა. ეს ნიშნავს, რომ ურანის ატმოსფერო კოსმოსში ჟონავს. ასევე, ამ პლანეტის უჩვეულო, ხვეული მაგნიტური ველის დინამიკას აჩვენებს.

სინამდვილეში “მჟონავი” ატმოსფერები არც ისე იშვიათია. მაგ: სწორედ ასე გადაიქცა მარსი საკმაოდ ტენიანი პლანეტიდან, უნაყოფო მტვრიან უდაბნოდ. ვენერა კოსმოსში წყალბადს უშვებს, ანალოგიური მოვლენებია იუპიტერის თანამგზავრ იოზე და სატურნის თანამგზავრ ტიტანზე. დედამიწაც დღეში 90 ტონამდე ატმოსფერულ ნივთიერებას კარგავს.

ამისთვის რამდენიმე მექანიზმი არსებობს. ერთ-ერთი პლაზმოიდებია. ეს გაზის პლაზმის იონიზირებული ცილინდრული ბუშტუკებია, რომლებიც მზისგან მოდიან. გამოსახულებაზე ჩანს, როგორ გამოიყურება ეს დედამიწისთვის.

იონები მაგნიტური ველის გასწვრივ მიემართებიან ამ უბნისკენ. როცა მზის ქარი მაგნიტურ ველს არღვევს, ის მრუდდება და კუდისკენ ერთიანდებიან. ატმოსფეროს ზოგიერთი იონი უკან, დედამიწისკენ “გადახტებიან” (სწორედ ამ დროს ხდება პოლარული ციალი), ხოლო პლაზმოიდები საპირისპირო მხარეს გადაადგილდებიან და ატმოსფეროს იონები თან მიაქვთ. დედამიწისთვის ეს საკმაოდ გასაგები პროცესია.

არის იმის დადასტურებაც, რომ მზის ქარი ყოველდღიურად აგლიჯავს მარსს პლაზმოიდებს, თუმცა ცოტა განსხვავებულად. მარსს ძლიერი მაგნიტური ველი არ აქვს. მაგრამ ურანის მაგნიტური ველი სრულ უწესრიგობას წარმოადგენს.

იქ, სადაც დედამიწის მაგნიტური ველი პლანეტის ორიენტაციასთან თანხვედრაშია, ურანი გვერდზეა გადაბრუნებული, მაგნიტური პოლუსები კი გეოგრაფიულ პოლუსებთან 59°-იანი კუთხით არიან გადახრილები. არის საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ურანის მაგნიტური ველი ღამით იღება და დღისით იხურება.

მაგნიტური ველის, სწორედ ამ უწესრიგობამ მიიქცია NASA-ს ასტრონომების ყურადღება. ისინი თვლიან, რომ ეს უცნაურობა არის ურანზე მისიის გაგზავნის მიზეზი.

“ვოიაჯერ-2”-ის მონაცემების შესწავლის დროს მათ მაგნიტურ ველში გამონათება შენიშნეს. ინფორმაციის დამუშავების შემდეგ ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ნათება 204 000 კმ-ის სიგრძის პლაზმოიდია, რომელიც განივკვეთში 400 000 კილომეტრია. სავარაუდოდ, ის პლანეტიდან გამოტყორცნილი იონიზირებული წყალბადით იყო სავსე.

ანალიზის მიხედვით, ურანის მაგნიტური ველი ერთდება კუდისკენ, ისე, როგორც დედამიწის შემთხვევაში ხდება. ასევე ვარაუდობენ, რომ პლანეტის მაგნიტურ დინამიკაში შიდა ძალები დიდ როლს თამაშობენ და რაღაც მექანიზმით ურანი მნიშვნელოვან მასას კარგავს.

რადგან “ვოიაჯერ-2”-ის მონაცემები 30 წლისაა, მკვლევარები თვლიან, რომ ურანის პლაზმოიდების და მაგნიტოსფეროს უფრო უკეთ შესასწავლად, პლანეტისკენ ახალი ზონდის გაგზავნაა საჭირო.

Leave a comment

Your email address will not be published.


*