უცნობი ცივილიზაციის კვალი კვიპროსზე

კვიპროსზე ბრინჯაოს ხანის ქალაქის გათხრებისას, ჰალა–სულთან თექეში, გიოტებორგის უნივერსიტეტის ექსპედიციამ უმდიდრეს მასალას მიაგნო. ნაპოვნია ქალაქის სიმაგრეთა ნაშთები და საბრძოლო მასალები. როგორც ჩანს, ის ზღვიდან თავდასხმების შედეგად განადგურდა. შვედი მეცნიერების აღმოჩენაში ყველაზე საინტერესო აკლდამაა, რომელიც შემოსევების პერიოდს წინ უსწრ
ებს.

1582118_thutmosis-iii-scarab-1380px

კვიპროსზე ნაპოვნი ნივთები

აკლდამა საკმაოდ დიდი ზომისაა, თითქმის 12 კვმ–ია და ძვ. წ. 1500 წლით, ანუ გვიანი ბრინჯაოს ხანით თარიღდება. გათხრებს დოქტორი პიტერ ფიშერი ხელმძღვანელობს, კვიპროსისა და ახლო აღმოსავლეთის ერთ–ერთი საუკეთესო სპეციალისტი. შვედი მკვლევარი ამბობს, რომ აკლდამა იმ ხანისთვის ექსტრავაგანტული და კონსტრუქციულადაც საკმაოდ რთულია. ამგვარი რამ კვიპროსზე ჯერ არ აღმოუჩენიათ.

სამარხში საზოგადოების მაღალი წრის 17 წარმომადგენელია დაკრძალული – 9 მოზრდილი და 8 ბავშვი. აკლდამა მდიდრულად გამოიყურება. მასში აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კერამიკა და სხვა არტეფაქტები, სავარაუდოდ შემოტანილი ევროპიდან, ანატოლიიდან, საბერძნეთიდან და მესოპოტამიიდან.
ფიშერის განმარტებით, აკლდამას სამი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ, ვიდრე ძვ. წ. 1200 წელს დამპყრობლებმა არ გადაწვეს. აქ ოქროსა და ვერცხლის სამკაულებთან ერთად ნახეს ხელოვნურად დეფორმირებული თავის ქალები, აგრეთვე, ზოგიერთი ქვის იარაღი და სხვა ნივთები, რომლებსაც ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ. სპეციალისტი იმედოვნებს, რომ აღმოჩენილი არტეფაქტები მეცნიერებს გამქრალი საზოგადოების საიდუმლოებათა ამოხსნაში დაეხმარებიან.

dromolaxia_2

კერამიკული ხარი

Leave a comment

Your email address will not be published.


*