უძველესი ზღვის ნიჟარა პალეოლითის ხანის სასულე ინსტრუმენტი აღმოჩნდა

დიდი ხნის დუმილის შემდეგ ნიჟარისგან გაკეთებული რქა კვლავ აჟღერდა.

1931 წელს საფრანგეთის პირენეებში მარსულასის გამოქვაბულში აღმოჩენილ ნიჟარაზე 18 ათასი წლის შემდეგ პირველად დაუკრეს. ახალი ანალიზით დამტკიცდა, რომ ის სასულე ინსტრუმენტი იყო. ნიჟარა მტაცებელ ზღვის ლოკოკინას Charonia lampas-ს ეკუთვნოდა. ითვლებოდა, რომ ის ცერემონიალურ სასმისად გამოიყენებოდა.

ფრანგმა მეცნიერებმა ახალი ანალიზი ჩაატარეს. ხის ნახშირის და დათვის ძვლის ფრაგმენტის რადიონახშირბადის კვლევის საშუალებით ნიჟარის ასაკის დადგენა მოხდა. ის დაახლოებით, 18 000 წლისაა. ეს საგნები არქეოლოგებმა ერთ უბანზე აღმოაჩინეს. ამ ახალი დათარიღების წყალობით, ნიჟარა მსოფლიოში ყველაზე ძველი სასულე ინსტრუმენტად იქცა.

გარეგანი ცვლილებების დასადგენად, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, ფოტოგრამმეტრიის მეთოდი გამოიყენეს. სწორედ ამ მეთოდის საშუალებით არქეოლოგებმა შეისწავლეს ნიჟარაზე ადამიანის ჩარევის კვალი.

მათ დააფიქსირეს თითების ანაბეჭდების ფორმის ოხრას კვალი, ზედა ტუჩის გასწვრივ დარტყმის წერტილები და იმის ნიშნები, რომ ნიჟარის წვეტი ფრთხილად და მიზნობრივად იყო მოცილებული მეორე ღრუს შესაქმნელად.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ყავისფერი ორგანული ნივთიერების კვალი – ცვილის ან ფისის, რომელიც ნიჟარის წვერზე მუნდშტუკის მისამაგრებლად წებოდ გამოიყენეს.

ამის შემდეგ, არქეოლოგებმა მუსიკათმცოდნეს მიმართეს, რომელიც სასულე ინსტრუმენტების სპეციალისტია. მან შეძლო სამნოტიანი ბგერის წარმოქმნა. ეს ტონები თანამედროვე მუსიკალური ნომენკლატურით დო, რე და მის შეესაბამება.

ოხრას კვალის გაანალიზების შემდეგ დადგინდა, რომ ნიჟარის მოსახატად და გამოქვაბულის კედლის მხატვრობაში ერთი და იგივე საღებავია გამოყენებული. არსებობს კავშირი ორნამენტებს შორის.

ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა ევროპაში ისტორიამდელ ეპოქაში კედლის მხატვრობასა და მუსიკას შორის ასეთი კავშირის არსებობა დადასტურდა.

მარსულესის გამოქვაბული 1897 წელს აღმოაჩინეს. ის უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის მიწურულს, მაგდალენის კულტურის წარმოშობის უტყუარი დადასტურებაა.

47f5abfc06ee4200be643df33f1ddeba.max-2000x1000

7ba93c71ceb74340a11ae843dc23bf53.max-2000x1000

bf2924c305f44b039eeaeeaa5ae1dfa3.max-2000x1000

ff7c3beb12ca435c961fc7a85f109eb8.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*