უძველესი თუთიყუშის ნაშთები ნაპოვნია ციმბირში

რუსმა მეცნიერებმა ციმბირში აღმოაჩინეს ნამარხი თუთიყუშის ნაშთები – მსოფლიოში უძველესი.

აღმოჩენა ეკუთვნის მოსკოვის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერს ნიკიტა ზელენკოვს. იგი პალეონტოლოგიის კაბინეტის გამგეა. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Biology Letters–ში. აღმოჩენა გაკეთდა ბაიკალის ტბის, ტაგაისკის ყურეში. აქ მანამდე მეცნიერები მიოცენური ფაუნის ნამარხებს პოულობდნენ.

ექსპედიციის მუშაობის შედეგად ნაპოვნი იქნა 16–18 მილიონი წლის ასაკის ძვალი, რომელიც ფრინველის წვივსა და თითებს შორის არის მოთავსებული. ძვალი ეკუთვნის თუთიყუშისებრთა რიგის ფრინველს. ამგვარად, თუთიყუშები, რომლებიც ჩვენს დროში მხოლოდ ტროპიკებში ბინადრობენ, მილიონობით წლის წინ ევრაზიაში სახლობდნენ.

აღმოჩენის ავტორი განმარტავს, რომ ადრე ტაგაიკის ყურეში სხვადასხვა სახეობის ცხოველების ნაშთებს პოულობდნენ: მღრღნელების, მარტორქების, კატისებრების, ბეჰემოტების. მაგრამ ციმბირში თუთიყუშების არსებობაზე ამ დრომდე არაფერი არ იყო ცნობილი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*