უძველესი მხატვრობა ევროპაში

ესპანეთში ნაპოვნი გამოქვაბულის მხატვრობის ნიმუშები ევროპაში უძველესად აღიარეს. ეს ნახატები წარმოადგენენ ადამიანის ხელის მტევნის გამოსახულებას, წითელ წრეებს ან ცხოველთა ფიგურებს.

გამოქვაბულის მხატვრობის ასაკის დადგენისთვის მეცნიერებმა დათარიღების განსაკუთრებით ზუსტი მეთოდები გამოიყენეს. შედეგად, გამოსახულებათაგან ერთ–ერთი წითელი წრე მინიმუმ 40 ათასი წლით დათარიღდა.

“კანტაბიაში, ელ–კასტილიოს გამოქვაბულში ამოტვიფრულია ადამიანის ხელის მტევნის გამოსახულება, რომელიც უძველესმა მხატვრებმა გამოქვაბულის კედელზე მიდებულ ხელზე საღებავის დასხმით შექმნეს”, – ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი ალისტერ პაიკი.

მეცნიერებმა ნახატების ასაკის დადგენისთვის დათარირების კარბონული მეთოდი გამოიყენეს. ნახატების ასაკი ევროპაში თანამედროვე ადამიანის, ანუ Homo Sapiens-ის გადმოსახლების პირველ ტალღას ემთხვევა. ის დაახლოებით 41 ათასი წლის წინ დაიწყო. მანამდე კი ევროპაში ნეანდერტალელები სახლობდნენ. მკვლევართა ჯგუფის ერთ–ერთი წევრი, ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორი ჟოან ზილიანი მიიჩნევს, რომ ნახატები სწორედ ნეანდერტალელებს ეკუთვნით.slide_232755_1097952_free

“ახლა ჩვენ სხვა გამოსახულებათა შესწავლა და ისეთების პოვნა მოგვიწევს, რომელიც 42–44 ათას წელზე მეტი ხნისაა. ჩვენ უკვე გვაქვს ნიმუშები ესპანეთის, პორტუგალიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების სხვა გამოქვაბულებიდან”, – ამბობს ესპანელი არქეოლოგი.

ახლა მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ ვის ეკუთვნის ეს გამოსახულებები. მათი ავტორები თუ ახალგადმოსახლებული იყვნენ, გამოდის, ამ საქმიანობას მიგრაციის პირველივე ტალღისას, ევროპაში გამოჩენისთანავე მიჰყვეს ხელი. ხოლო გამოსახულებები თუ ნეანდერტალელებმა დატოვეს, ეს მათი მაღალი კულტურული და ინტელექტუალური დონის დადასტურება იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*