უძველესი სარიტუალო შესაწირები ტიტიკაკას ტბის ფსკერიდან: რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა

ტიტიკაკას ტბა თავისი საიდუმლოებების გამჟღავნებას აგრძელებს.

სამხრეთ ამერიკული ტიტიკაკას ტბა ამერიკის კოლუმბამდელი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. 2000 წელს იტალიელმა არქეოლოგებმა 30 მეტრის სიღრმეზე ქვის ტერასა, 1 კილომეტრის სიგრძის კედელი და ადამიანის თავის ფორმის ქვის სკულპტურა აღმოაჩინეს. მსგავსი სკულპტურები აღმოჩენილია 15 კილომეტრით დაშორებული ტიუანაკოს გათხრების დროსაც. II-IX საუკუნეებში ტიუანაკო ანდური ცივილიზაციის ცენტრი და ცენტრალური ანდების უმსხვილესი ქალაქი იყო.

ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი ტბაზე მზის კუნძულია. ინკების ლეგენდების მიხედვით, სწორედ აქ დაიბადა მზის ღმერთი. ჩვენს დრომდე კუნძულზე თითქმის ორი ასეული ნანგრევია მოღწეული. ბორცვებად ქცეული ტერასები კი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მეტყველებს. 1980–1990 წლებში არქეოლოგებმა წყლიდან მრავალი არტეფაქტი ამოიღეს, რომლებიც ინკებთან არის დაკავშირებული. ახლახანს კი სულ ახალი აღმოჩენა გაკეთდა. ჰიდროლოკატორის და წყალქვეშა სამგანზომილებიანი ფოტოგრამმეტრის საშუალებით, საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა მსხვერპლად შეწირული ლამები, თასები, ნიჟარებით და ქვებით შემკული ოქროს სამკაულები აღმოაჩინეს. ყველაზე საინტერესო აღმოჩენა საკმეველიანი ჭურჭლებია პუმას გამოსახულებით. ტიუანაკოს მოსახლეობისთვის ის წმინდა ცხოველი იყო.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ საგნები შეგნებულად იყო ჩაძირული: მათ სიახლოვეს ღუზებია ნაპოვნი. სავარაუდოდ, ღმერთებისთვის ძღვენს რიტუალების დროს ტბაში ყრიდნენ სპეციალური ნავებიდან.

ცნობილია, რომ ინკები ტიტიკაკას სანაპიროებთან XV საუკუნისთვის გამოჩნდნენ. მაგრამ აღმოჩენილი ნივთები 500 წლით უფრო ძველია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წმინდა კუნძულზე თაყვანისცემისთვის ადამიანები ინკებზე ადრე იყვნენ და ეს რეგიონი 500–დან 1100 წლებში უკვე დასახლებული იყო.

637ad64d805d3751d020f0f2081a2d8c

b9a80781f8c5f7fddc467fb2894f3f7c

Leave a comment

Your email address will not be published.


*