უძველესი ქრისტიანული მანუსკრიპტი გასაყიდად eBay-ზე გამოიტანეს

eBay–ის აუქციონის ლოტებს შორის მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ძველი ბერძნული პაპირუსის ფრაგმენტი, რომელზეც იოანეს ევანგელეს ტექსტია დაწერილი. მეცნიერებმა მოიპოვეს დოკუმენტი გამოკვლევებისთვის.

პერგამენტის მცირე ნაგლეჯი ამ წლის დასაწყისში eBay–ის აუქციონზე გამოიტანეს. საწყისი ფასი სულ 100 დოლარს შეადგენდა. ამ საოცარი ლოტის აღმომჩენი, ტეხასის უნივერსიტეტის ადრეული ქრისტიანობის სპეციალისტი – ჯეფრი სმიტი, ლოტის მფლობელს დაუკავშირდა. მეცნიერმა მას აუხსნა ნივთის მნიშვნელობა და გაყიდვის ნაცვლად მისი შესწავლის ნებართვა სთხოვა.9bb928b6868922d574fe92ad5c2c02c4

The New York Times–ის მონაცემებით, მფლობელმა დოკუმენტი სხვა ნივთებთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის – ჰაროლდ უილოუბისგან. ადრექრისტიანული ტექსტების ცნობილი სპეციალისტი 1962 წელს გარდაიცვალა. მემკვიდრემ პაპირუსი სრულიად შემთხვევით შეამჩნია ჩვეულებრივი წერილების გროვაში.

ისტორიული ლოტის მიმართ კოლექციონერების ყურადღებაც გაიზარდა. ისინი რეკორდულად მაღალ საფასურს სთავაზობდნენ მფლობელს. ასეთი დოკუმენტების ფასი ძალიან მაღალია – გასულ წელს, III საუკუნის რომაული პაპირუსი 500 ათას დოლარად გაიყიდა.

პროფესორის მემკვიდრე მეცნიერების თხოვნას დათანხმდა და იგი გამოსაკვლევად მათ გადასცა. პირველი შედეგები გამოაქვეყნა ექსპერტმა ბრაიან ჯონსმა. ცოტა ხნის წინ კი თავისი დასკვნები პროფესორმა ჯეფრი სმიტმაც გამოაქვეყნა. მისი თქმით, დოკუმენტი უნიკალურიარამდენიმე თვალსაზრისით: ბერძნულ ენაზე დაწერილი ტექსტის ნაწილი, რომელიც 250–350 წლებს მიეკუთვნება, გრაგნილის ნაწილია და არა ყდიანი ხელნაწერის (კოდექსის). დღეისთვის მეცნიერებისთვის ცნობილი ქრისტიანული ბიბლიური ტექსტების 97% კოდექსების სახით არის გაფორმებული.f1098fad2e4f6bffbc3e75a60ea53feb

ამასთან, ტექსტის გარდა, რომელიც მეცნიერებმა ძალიან ადვილად ამოიცნეს (იოანე, 1:50–51), პაპირუსის უკანა მხარეს არის კიდევ ერთი ქრისტიანული ტექსტი. მისი იდენტიფიცირება ჯერ არ მოხერხებულა. ორივე ტექსტი ერთიდაიგივე ხელნაწერით არის დაწერილი. ესეც ძალიან უჩვეულოა: ჩვენამდე მოღწეული ორმხრივი მანუსკრიპტების ტექსტები, როგორც წესი, სხვადასხვა ადამიანების მიერ არის დაწერილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოცემული დოკუმენტით, ვიღაც ძველი ქრისტიანი დამოუკიდებლად სწავლობდა წმინდა წიგნს.

უნიკალური პაპირუსის კვლევა გრძელდება.

National Geographic-ის მიხედვით.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*