უძველეს მხატვრობას საფრთხე ემუქრება

კუბელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ კლდეზე მხატვრობის შედევრების დიდი ნაწილი 15–20 წლის შემდეგ გაქრება. კუბის დასავლეთით პინარ–დე–რიოს პროვინციის სპელეოლოგიური კომიტეტის პრეზიდენტი ილარიო კარმენატე ამბობს, რომ გასული საუკუნის 80–იან წლებში აღმოჩენილი ბევრი ნახატი უკვე თითქმის აღარ განირჩევა. ამგვარი პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას მწვავედ და სპეციალისტები მას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.

arte-02

ილარიო კარმენატე

ილარიო კარმენატე, სპელეოლოგი: “მსოფლიოში უმეტესწილად არ ხდება ამ ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია. ამიტომ, მათი გადარჩენის ერთადერთი გზა ფოტოსურათების გადაღება და არქივში შენახვაა, რადგან ორი ათეული წლის შემდეგ, შესაძლოა ვერც ერთი მათგანი ვეღარ ვნახოთ”.

ილარიო კარმენატემ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. თუმცა მთელი ცხოვრება სპელეოლოგიას მიუძღვნა. ნახევარ საუკუნეზე მეტია მონაწილეობს ექსპედიციებში და კუბაში კლდის მხატვრობის არაერთი ნიმუში აღმოაჩინა. მათ შორის გუანიგუანიკოში. სპელეოლოგი ამბობს, რომ მხოლოდ პინარ–დელ–რიოში კლდეზე ორმოცდაერთი ნახატია, რომელთა ასაკიც დაახლოებით ასაკიც დაახლოებით 1500–1700 წელია. უკანასკნელმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ნახატების გარჩევა, რომლებიც ადრე მკვეთრად ჩანდა, ახლა თითქმის შეუძლებელია და ასეთი პრობლემა მხოლოდ კუბაში არ დგას.

თუმცა სპელეოლოგი იმედოვნებს, რომ მალე ტექნოლოგიები განვითარდება და შესაძლებელი იქნება გამქრალი ნახატების აღდგენა.

arte-05-755x490

კლდის მხატვრობა ვინიალესის ხეობიდან – კუბა

 

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*