უძველეს პეტროგლიფზე ადამიანი-ჩოქელა აღმოაჩინეს

ჩოქელას მისტიურ არსებად თვლიდნენ, რომელიც მიწიერ და ზებუნებრივ სამყაროს ზღვარზე ცხოვრობდა.

ირანმა უამრავი კლდის მხატვრობის ნიმუში შემოინახა. მთელ ქვეყანაში 50 000-ზე მეტი პეტროგლიფია. მეცნიერებმა ახლახანს ერთ-ერთი შეისწავლეს. ქვაზე ამოკაწრული 11×14 სმ-ის ზომის გამოსახულება 2017 წელს აღმოაჩინეს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. მასზე თავით და 6 კიდურით რაღაც არსებაა გამოსახული. ნაწილობრივ ნახატი მსოფლიოში ძალიან გავრცელებულ “ჩაცუცქული ადამიანის” პეტროგლიფს ჰგავს.

განსხვავების გაანალიზების დროს, მეცნიერებმა გადაწყვიტეს სილუეტი მწერების გამოსახულებებისთვის შეედარებინათ. უცნობია, როგორ ხშირად გამოსახავდნენ ძველი ადამიანები ფაუნის ამ წარმომადგენლებს: ასეთი ნახატი ძალიან ადვილად შეიძლება ორნამენტში აერიოთ. ამ შემთხვევაში ანალოგია სწორი აღმოჩნდა: ძალიან დიდი მსგავსება ჩოქელასთან აღმოჩნდა: საფრთხის დროს ეს მწერი მუქარის პოზას იღებს: ის თავის წინა ფეხებს განზე შლის. სწორედ ასე გამოიყურება ზედა კიდურები პეტროგლიფზე.

კიდევ ერთი საერთო ასპექტი დიდი სამკუთხა თავია: ეს შეიძლება იყოს ემპუსიდების (Empusidae) ოჯახის ჩოქელა. თუ სამკუთხედი თავი არ არის და ზურგის წინა მხარეა, მაშინ ეს Idolomantis სახეობაა, რომელიც ახლა გადაშენებულია, მაგრამ ისტორიამდელ ირანში ფართოდ იყო გავრცელებული.

საუკუნეების განმავლობაში ჩოქელას მისტიურ თვისებებს მიაწერდნენ: ისინი მიწიერ და ზებუნებრივ სამყაროს შორის შუამავლებად ითვლებოდნენ. ეგვიპტურ “მკვდართა წიგნში” ეს არსებები საიქიოში მეგზურებად არიან მოხსენიებულები, ხოლო სამხრეთ აფრიკის უძველეს პიქტოგრამებში ნახევრად ადამიანი ნახევრად ჩოქელას გამოსახულებებია აღმოჩენილი.

პეტროგლიფის ასაკი დაუდგენელია: საერთაშორისო სანქციების გამო, რადიონახშირბადული მეთოდი ირანში აკრძალულია.

მკვლევარების ჯგუფი ვარაუდობს, რომ ნახატი შექმნილია არა უადრეს 40 000 წლის და არა უგვიანეს 4 000 წლის წინ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*