ფარაონების საიდუმლო ფხვნილი

კრიმინალისტები მალე მიიღებენ მდიდარი ისტორიის მქონე ახალ ინსტრუმენტს: მისი სამშობლო ეგვიპტეა.

ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეგვიპტური ლურჯი საღებავი შესაძლოა გამოყენებული იქნას თითის ანაბეჭდების ასაღებად. იქ, სადაც სხვა საშუალებები უძლურია ეს საღებავი 5250 წლის წინ შეიქმნა.

რომაელი არქიტექტორი ვიტრუვიუსი I საუკუნეში წერდა, რომ ეგვიპტური ლურჯი მიიღება სპილენძის, კვარცის ქვიშის, კირის და ბუნებრივი კრისტალური სოდის ნაერთის გახურებით.

მეცნიერები ეგვიპტური ლურჯის სიმტკიცით დაინტერესდნენ. ის ძველი სამარხების კედლებზე და სარკოფაგებზე ისევ ხასხასა ფერით არის შემორჩენილი. აღმოჩნდა, რომ გარკვეულ განათებაზე პიგმენტი ინფრაწითელ გამოსხივებას გამოსცემს.

საღებავის ეს თვისება სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოდგება. დანაშაულის ადგილზე მისვლისას, კრიმინალისტები საგნებზე ფუნჯით კონტრასტულ ფერის ფხვნილს უსვავენ, რომელიც ეკრობა დატოვებულ თითის ანაბეჭდებს. მაგრამ ანაბეჭდების აღება რთულია პრიალა და რელიეფური ზედაპირებიდან. ასეთ დროს გამოდგება ეგვიპტური ლურჯი საღებავი. უსვავენ, როგორც ჩვეულებრივ ფხვნილს, შემდეგ ანათებენ ზედაპირს და ფოტოს იღებენ ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ მგრძნობიარე ფილტრიანი კამერით,

თუ ანაბეჭდები არსებობს, ისინი მკაფიოდ გამოჩნდება სურათზე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*