ფაუნის მრავალფეროვნებით ყველაზე მდიდარი ადგილი პლანეტაზე

წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ ლუსონზე ბინადრობს დიდი რაოდენობით ენდემური ძუძუმწოვარა. მსოფლიოს არც ერთ ადგილას არ არის აღმოჩენილი ამდენი უნიკალური ჯიშის ფაუნის წარმომადგენელი.

ჩიკაგოს სავ1ddc9a427123a9e0a9f5833c293e3d1eელე მუზეუმის ექსპერტებმა შეისწავლეს ფილიპინებზე ყველაზე დიდი კუნძული ლუსონი. კუნძულის ფართობი 109 964 კვადრატული კილომეტრია და მსოფლიოში სიდიდით მე–17 ადგილზეა. 15 წლის წინ ჩატარებული კვლევების შედეგად, მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ლუსონის ფაუნა ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ადგილია.

ჟურნალ Frontiers of Biogeography–ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ხმელეთის ძუძუმწოვართა 93 % სწორედ აქ ბინადრობს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ჯერ არსად არ არის დაფიქსირებული.

ძუძუმწოვართა 56 სახეობიდან 52 ბინადრობს კუნძულ ლუსონზე, ხოლო 28 სახეობა სრულიად ახალია. ძირითადად ისინი ეკუთვნის მიწისმთხრელების და თაგვების ოჯახებს.

ერთ–ერთი ფაქტორი კუნძულის ეკოსისტემის ფორმირებაა. ასევე განსხვავებული რელიეფი და მთების სიმრავლე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კუნძულზე არ არის ისეთი მტაცებელი, რომელიც ხელს შეუშლის ამ უნიკალური ცხოველების გამრავლებას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*