ფერმერმა თავის მინდორში ფარაონ აპრის სტელა იპოვა

მისი ასაკი 2600 წელია.

ეგვიპტის ქალაქ ისმაილის ახლოს მცხოვრებმა ფერმერმა 2600 წლის სტელა იპოვა. ის, ფარაონ აპრიმ აღმართა, რომელიც ძვ.წ.  589-567 წლებში მართავდა ეგვიპტეს.

სტელა ქვიშისგან გამოთლილი 230 სმ სიმაღლის, 103 სმ სიგანის და 45 სმ სისქის ფილას წარმოადგენს. ფერმერმა ის მიწის მოსამზადებელი სამუშაოების დროს იპოვა და მაშინვე სიძველეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

სტელას წვერზე ამოჭრილია ფრთოსანი მზის დისკო ფარაონის სახელიანი კარტუშით და 15 სტრიქონიანი იეროგლიფური წარწერა.

აპრიას II სახელი ხააიბრა უახიბრაა და XXVI დინასტიას მიეკუთვნება. თავისი მეფობის დროს ის ეომებოდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ს და მასთან, ძვ. წ. 582 წელს ზავი დადო.

ძვ.წ. 570 წელს აპრიამ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფო კირენაზე განახორციელა ლაშქრობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ამან ეგვიპტეში აჯანყება გამოიწვია, რის შემდეგაც ეგვიპტელებმა ახალი ფარაონი – ამასისი აირჩიეს. ახალმა ფარაონმა აპრია თანამმართველად დაიტოვა, მაგრამ, შემდეგ მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია.

ორი ფარაონის დაპირისპირებაში ამასისმა გაიმარჯვა, აპრია კი მოკლული იქნა დევნის დროს ძვ. წ. 567 წელს. ის გემით აპირებდა გაქცევას.

ისტორიკოსები იმედოვნებენ, რომ წარწერა სტელაზე აპრიას მმართველობის პერიოდზე ახალ ინფორმაციას მოგვცემს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*