ფილიპინებზე ნაპოვნია ადამიანის ახალი სახეობა: რა არის მათზე ცნობილი

ახალმა სახეობამ სახელწოდება Homo luzonensis – კუნძულ ლუსონის პატივსაცემად მიიღო.

ლუსონი კუნძულად 2,6 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. მანამდე ის აზიასთან სახმელეთო ხიდით იყო დაკავშირებული. სწორედ ამ გადასასვლელით მოხვდნენ აქ პირველი ბინადრები.

ლუსონზე პალეონტოლოგები 2007 წლიდან მუშაობენ. იმავე წელს აღმოაჩინეს 66,7 ათასი წლის წინანდელი ტერფის ძვლის ნაწილი, რომელიც Homo sapiens–ს ეკუთვნოდა. შემდეგ ლუსონის ჩრდილოეთით იპოვეს ქვის იარაღები და მარტორქის ჩონჩხი. ცხოველი უძველესი ადამიანების მიერ იყო მოკლული 777–631 ათასი წლის წინ.

ამას გარდა, 2011–დან 2015 წლამდე პერიოდში კალიაოს გამოქვაბულში სპეციალისტებმა 13 ნამარხი აღმოაჩინეს: საღეჭი კბილები, 2 მოზრდილი ადამიანის ფეხის და ხელის თითები, ასევე ბავშვის თეძოს ძვლის ფრაგმენტი.

კვლევის შედეგები 2019 წლის 10 აპრილს გამოქვეყნდა: აღმოჩნდა, რომ ეს ნაწილები აქამდე უცნობ გადაშენებულ სახეობას ეკუთვნის. კუნძულის პატივსაცემად ადამიანის ამ სახეობას Homo luzonensis უწოდეს.

იმის დადგენა, თუ როგორ გამოიყურებოდა Homo luzonensis–ი რთულია: ნაპოვნი ძვლები სრული სურათის აღდგენის საშუალებას არ იძლევა. თუმცა, თუ კბილების ზომის მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს ჰომინიდები 120 სმ–ზე მეტი სიმაღლის არ უნდა ყოფილიყვნენ. ასეთი მინიატურული ძველი სახეობა ცნობილია და მათ არაოფიციალურად “ჰობიტებს” უწოდებენ. ეს სახეობა არის Homo floresiensis.

ეს სახეობები ერთ პერიოდში, დაახლოებით 50 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. თუმცა, მას სხვა სახეობებთან უფრო აქვს მსგავსება. მისი მოხრილი ძვლები და წინა კბილები ისეთივეა, როგორიც ავსტრალოპითეკებს Homo habilis–ს და Homo erectus–ს აქვთ. მაგრამ სხვა საღეჭი კბილები თანამედროვე ადამიანებისას Homo Sapiens–ს გავს. ამ ნიშნების შეერთების მიხედვით, ნამარხი ახალ სახეობას მიაკუთვნეს.

მოულოდნელი აღმოჩნდა ფეხის ძვლების  ანატომიის ანალიზის შედეგები: Homo luzonensis ერტნაირად მოხერხებულად დადიოდა ვერტიკალურადაც და ხეებზეც დაცოცავდა: ყველა Homo-ს სახეობას ეს თვისება დაკარგული ჰქონდა. Homo luzonensis ამ უნარის შენარჩუნებას, მეცნიერები კუნძულის იზოლირებით ხსნიან.

ანთროპოლოგებმა დნმ–ის აღებაც სცადეს, მაგრამ ფილიპინების ნესტიანმა კლიმატმა მასალა დააზიანა.

მეცნიერებისთვის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს Homo luzonensis–ის ირგვლივ: როდის გაჩნდნენ, როდის გადაშენდნენ. მას კაცობრიობის გენეალოგიურ ხეზე თავისი კუთვნილი ადგილი უნდა მოეძებნოს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*