ფიჯის სანაპირო მკვდარმა თევზებმა დაფარეს

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ათასობით მკვდარი თევზი გამოირიყა ფიჯის და ვანუატუს სანაპიროებზე. მიზეზი, წყნარ ოკეანეში ტემპერატურის სწრაფი მატებაა.

გასული წელი 2ee9f353efaf3ba80d0ae03ab5bde0c4რეკორდულად ცხელი იყო. ეს ტენდენცია 2016 წელსაც გრძელდება. ერთ–ერთი ყველაზე მგრძნობიარე რაიონი კლიმატურ ცვლილებებზე ოკეანიაა. აქ გლობალური დათბობის შედეგად გაიზარდა შტორმების და ციკლონების რიცხვი, ხოლო წყლის დონის მატება მუდმივად იწვევს ტერიტორიების დატბორვას.

კიდევ ერთ პრობლემას ტემპერატურის მატება წარმოადგენს. მარჯნებს არ შეუძლიათ ზედმეტად თბილ წყალთან შეგუება. ამიტომ ფერმკრთალდებიან და იღუპებიან. ვანუატუს აკვატორიაში გრძელდება მარჯნის რიფების დაღუპვა.

ამას გარდა, ვანუატუს და ფიჯის სანაპიროებზე უკანასკნელი დღეები უამრავი თევზი, კიბორჩხალა, რვაფეხა და ზღვის სხვა ბინადრები გამოირიყა. ეკოლოგები ამას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ. რადიო New Zealand–ის მონაცემებით ფიჯიზე და ვანუატუზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ტემპერატურამ 5 ºC–ით მოიმატა, ახლა ის რიფების რაიონში +34…+36 ºC–ს შეადგენს.

პროცესი მთლიანად ურთიერთკავშირშია: თევზები, ისევე როგორც მარჯნები ტემპერატურასთან ძალიან მგრძნობიარეები არიან. მაგრამ, თუნდაც წყალი უფრო გრილი გახდეს, მარჯნის რიფების ეკოსისტემის დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია, რაც თავისთავად საშუალებას არ აძლევს აღდგენას.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*