ფობოსი წარმოიშვა მარსის რგოლისგან, რომელიც კვლავ გაჩნდება

ამოიხსნა წითელი პლანეტის კიდევ ერთი გამოცანა.

მინიშნება არის დეიმოსზე, მარსის ორი მთვარიდან პატარაზე. ის მარსის გარშემო, პლანეტის ეკვატორთან მცირე დახრით ბრუნავს. ეს შეიძლება პლანეტის რგოლებით გამოწვეული გრავიტაციული ზემოქმედების შედეგი იყოს.

რგოლოვანი სისტემები იშვიათობა არ არის. ჩვენ მაშინვე სატურნი გვახსენდება, მაგრამ რგოლები აქვს ურანს, ნეპტუნს და იუპიტერს, ასევე ჯუჯა პლანეტებს ქაუმეას, ქირონს და ქარიკლოს.

2017 წელს მეცნიერებმა დევიდ მინტონმა და ენდრიუ ჰესელბროკმა ივარაუდეს, რომ მარსსაც ჰქონდა რგოლები. ისინი პლანეტის ასტეროიდთან შეჯახებისას წარმოშობილი კოსმოსური ნაგვისგან წარმოიქმნენ. ისინი შემდეგ მარსის მეორე თანამგზავრს, ფობოსს შეეწებნენ, რომელიც ადრე უფრო მასიური იყო, ვიდრე დღეს. ახალი კვლევები ამ მოსაზრებას ადასტურებენ.

დეიმოსის ორბიტალური დახრა დიდი არ არის – მარსის ეკვატორთან 1,8 გრადუსს შეადგენს. ის წითელი პლანეტის გარშემო სრულ ბრუნს ყოველ 30 საათში აკეთებს.

თუმცა ფობოსს რაღაც უცნაურობა სჭირს – ის მარსის გარშემო ბრუნს 7 საათი და 39 წუთი უნდება და ყოველწლიურად 1,8 სანტიმეტრით უახლოვდება თავის პლანეტას.

მოსალოდნელია, რომ 100 მილიონი წლის განმავლობაში ფობოსი როშის ზღვარს მიაღწევს – ეს არის მანძილი, როცა მარსის მოქცევის ძალები მთვარეს ნაწილებად გახლეჩს. ნამსხვრევების დიდმა ნაწილმა შეიძლება რგოლი შექმნას, რომლისგანაც წარმოიქმნება მეორე რგოლი, ფობოსზე მცირე ზომის. 2017 წლის კვლევების მიხედვით, მსგავსი რამ უკვე რამდენჯერმე მოხდა წითელ პლანეტაზე.

ციფრული მოდელირების გამოყენებით, მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ ადრინდელმა პროტოფობოსმა როგორი გავლენა იქონია დეიმოსის ორბიტის დახრაზე. მათი გამოთვლებით, მთვარეზე 20-ჯერ დიდი პროტოფობოსი დეიმოსთან ორბიტალურ რეზონანსში მოვიდა მარსის 3,3 რადიუსის მანძილზე და ამან გამოიწვია დეიმოსის ორბიტის დახრა. მეცნიერების ვარაუდიდთ, ეს მოვლენა 3,5 მილიარდი წლის წინ მოხდა და მას მერე არ შეცვლილა.

ამას გარდა, მეცნიერები თვლიან, რომ ახლანდელი ფობოსი 200 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა. ამის შემოწმება პრაქტიკით შეიძლება. იაპონური კოსმოსური სააგენტო JAXA ფობოსზე ზონდის გაგზავნას გეგმავს 2024 წელს. ეს აპარატი თანამგზავრის ზედაპირიდან ნიმუშებს შეაგროვებს და დედამიწაზე ჩამოიტანს. მათი ასაკის დადგენის შემდეგ დადასტურდება მეცნიერების პროგნოზები.

Leave a comment

Your email address will not be published.


*