ფოლკლენდის კუნძულების ნაწილი უძველეს დროში გიგანტურმა ცუნამმა დაანგრია

მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი რამ მომავალშიც შეიძლება განმეორდეს.

მკვლევარებმა უძველესი ნგრევის დასაბუთება ზღვის ფსკერზე იპოვეს. კომპიუტერული მოდელირებით ვარაუდობენ, რომ წყალქვეშა მეწყერებს ფოლკლენდის კუნძულების სანაპიროზე ათეულობით მეტრის სიმაღლის ცუნამის გამოწვევა შეეძლოთ. საბედნიეროდ, ასეთი მოვლენები მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება.

ყველა წყალქვეშა მეწყერი ერთი და იგივე ადგილას მოხდა – ზღვის ფსკერის ციცაბო ფერდობზე, რომელსაც ბერდვუდ ბანკი ეწოდება. სეისმური მონაცემები მოწმობენ, რომ ტალახი, ქვიშა და შლამი უფრო ღრმა წყლებში ფერდობიდან ქვემოთ დაეშვა. მეწყერების მოცულობა 100 კუბურ კილომეტრს შეადგენს.

ნავთობის კომპანიებისა და სამეცნიერო ექსპედიციების სადაზვერვო ბურღვითი სამუშაოები მეცნიერებს ამ მოვლენის თარიღის დადგენაში დაეხმარნენ. ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახური (BGS) და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სამი თუ ოთხი დიდი ნგრევა უკანასკნელი 3 მილიონი წლის განმავლობაში მოხდა.

ცუნამის გამოწვევა მიწისძვრის გარკვეულ ტიპს შეუძლია. ასეთივე ეფექტის გამოწვევა წყალქვეშა მეწყერსაც შეუძლია. ასეთი მოვლენა 1998 წელს მოხდა, როცა მეწყერმა პაპუა-ახალ გვინეასკენ 15 მეტრიანი ტალღები მიმართა. შედეგად, 2 200 ადამიანი დაიღუპა.

მოდელირებამ აჩვენა, რომ ფოლკლენდის კუნძულებზე სამხრეთ სანაპიროსთან, შეიძლება 40 მეტრის ტალღები წარმოიქმნენ, დედაქალაქთან კი 10 მეტრის სიმაღლის.

ეს მოვლენები ძალიან დიდი ხნის წინანდელია და ადგილობრივ მოსახლეობას ამ მოვლენების შიში არ უნდა ჰქონდეს.

მკვლევარებს ამ მოვლენების სარწმუნო ახსნა გააჩნიათ. ეს არის სუბანტარქტიკული ფრონტი, ყველაზე ჩრდილოეთ ტოტი ან ძველი ანტარქტიკული ცირკუმპოლარული დინება. ეს დედამიწაზე ყველაზე მძლავრი დინებაა და იქ, სადაც სუბანტარქტიკული ფრონტი სანაპიროს შემოუვლის, ის შეიძლება აჩქარდეს და ჭეშმარიტად დამანგრეველ ძალად იქცეს. ფრონტი ნალექებს ერთ ადგილას აგროვებს და სხვა ადგილას გადაისვრის. დაგროვების ადგილას სახელწოდება ბერდვუდ-დრიფტია. ეს არის მაღალი, ციცაბო ფერდობი.

დღეს ამ ადგილას გროვდება შლამიც, ქვიშაც. მომავალი მეწყერის წინასწარმეტყველება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლოკალური მიწისძვრა ამ დაგროვილ დანალექს დაშლის. მით უფრო, რომ ფოლკლენდის კუნძულები ტექტონიკური ქანების საზღვართან ახლოს მდებარეობენ.

მომავალი კვლევების მიზანი, ასევე არის უძველესი ცუნამის ნაკვალევის პოვნა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*