ფოტოგრაფმა მთვარის ტერმინატორის გამოყენებით ყველაზე მკაფიო ფოტო გადაიღო

გამოსახულების შესაქმნელად მთვარის სხვადასხვა ფაზების ათასობით ფოტო გამოიყენეს.

ტერმინატორი ეწოდება სინათლის გამყოფ ხაზს, რომელიც სხეულის განათებულ მხარეს ყოფს ჩაბნელებული მხარისგან. მთვარის და ნებისმიერი სფეროსებური სხეულის ტერმინატორს ნახევრად ელიფსის ფორმა აქვს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ გამყოფ საზღვარზე ფიქსირდება გრძელი ჩრდილები, რომლებიც ზედაპირს მკაფიო და მოცულობით სახეს აძლევს. ამის შედეგად მთვარის კრატერები უფრო მკვეთრად შესამჩნევები ხდებიან.

კალიფორნიელ ასტროფოტოგრაფს, ენდრიუ მაკარტის გაუჩნდა კითხვა: რა მოხდება, თუ მთვარის სხვადასხვა ფაზების ფოტოების უბნებს ავიღებთ ტერმინატორის წინ და მათ ერთ გამოსახულებაში გავაერთიანებთ?

შედეგად, მთვარის ისეთი გამოსახულება მიიღეს, როგორიც არასდროს არ გვინახავს – უამრავი თვალისმომჭრელი კრატერი, ორმოები და ღრმულები. ისინი ერთად საოცარ სურათს ქმნიან.

თვითონ მაკარტი აღნიშნავს, რომ ასეთი მთვარე ცოტა სასაცილოც კი შეიძლება ჩანდეს, რადგან ის არარეალურია. მაგრამ თვითონ პროცესი ძალიან შრომატევადი იყო, თითოეული გამოსახულება სამგანზომილებიან სფეროს უნდა შეუსადაგო და შემდეგ თითოეული მათგანი უნდა გასწორდეს.

ასტროფოტოგრაფი გეგმავს მთვარის სხვა ფაზების გამოყენებას სხვა, ახალი გამოსახულების შესაქმნელად.

Leave a comment

Your email address will not be published.


*