ფოტო: ენცელადი სატურნის რგოლების თავზე მიცურავს

NASA-მ გამოაქვეყნა სატურნის მეექვსე თანამგზავრის ახალი ფოტოები, რომლებიც ავტომატურმა პლანეტათაშორისმა სადგურმა Cassini-მ გადაიღო.

ფოტო გადაღებულია 2015 წლის 29 ივლისს ხილულ სინათლეზე მილიონი კილომეტრის დაშორებიდან. ამ დროს კოსმოსური აპარატი სატურნის მსხვილი რგოლების სიბრტყიდან მხოლოდ 0,3°-ით დაბლა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 504 კილომეტრიანი ენცელადი და სატურნის რგოლები ძირითადად წყლის ყინულისგან შედგება, ისინი სხვადასხვა მაჩვენებლებს იძლევიან.

რგოლების მცირე ნაწილაკები ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ სითბო შეინახონ, ამიტომ ისინი სამუდამოდ ჩაყინულები არიან.

ენცელადიზე სატურნის გრავიტაციის გავლენით სითბური ნაკადები არ მოქმედებს. ეს მის სამხრეთ პოლუსზე გეოთერმალურ ამოტყორცნებს იწვევს.

33670883a14f1ae25a5acb9598489ce5

e9f9e0f07fb27631e3d5f59b9cce7f2c

e79440ebb6ca2e7eceb78a81d7b00603

National Geographic-ის მიხედვით.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*