ფოტო: მარსის უცნაური “ხე”

NASA-მ მარსის ზედაპირის ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტო გადაღებულია მარსის დროით 2009 წლის 4 თებერვალს 16:56 საათზე, პლანეტათაშორისო სადგურ Mars Reconnaissance Orbiter–ის კამერით.

ფოტოზე ჩანს პლანეტის ზედაპირის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობს ნახშირბადის დიოკსიდის გაყინული ქუდები. როცა ისინი დნებიან, გაზი გარეთ გამოდის, “მოედინება” ქვემოთ და ზედაპირზე ერთგვარ ღარებს ქმნის. ეს ღარები, გაზის მიერ ატაცებულ მტვერთან ერთად უცნაური “ხის” ეფექტს ქმნის.

3b376b15bedb80f386d627d5e1fa1b97 (1)

National Geographic–ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*