ფოტო: ტერმინატორი ენცელადაზე

პლანეტათაშორისმა ავტომატურმა სადგურმა “Cassini”-მ გადაიღო სატურნის მეექვსე თანამგზავრის ფოტო, რომელიც გაყოფილია ორად – ნათელ და ბნელ ნაწილებად.

ტერმინატორი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი არ არის საკულტო ფილმიდან. ასტრონომიაში ასე ეძახიან სინათლის გამყოფ ხაზს, რომელიც ციური სხეულის განათებულ და ბნელ ნაწილებს საზღვრავს.

სწორედ ასეთი ხაზი გადაიღო ენცელადაზე კოსმოსურმა აპარატმა “Cassini”-მ, რომელიც ციური სხეულიდან 70 000 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. ტერმინატორი საშუალებას იძლევა, დავაკვირდეთ თანამგზავრის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს.

ენცელადას დიამეტრი დაახლოებით 504 კილომეტრია, რაც 25–ჯერ ნაკლებია დედამიწის დიამეტრზე.

478ab36a7a316dc57e36be001dc197bf

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*