ფრთოსანი დინოზავრი გაქვავებული აღმოჩნდა

ჩინეთის სამხრეთში სკოლის მშენებლობისას ფრთოსანი დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობის გაქვავებული ნაშთი აღმოაჩინეს. მეცნიერთა ვარაუდით, დინოზავრი ტროპიკულ ჯუნგლებში გაიხლართა და ჭაობში ჩავარდა, რადგან კისერი დაჭიმული და წინ გაწეული აქვს, ხოლო თავი მაღლა აწეული, ფრთები კი ფართოდ გაშლილი.

_84320162_zhenyuanlongbyzhaochuang

ფრთოსანი დრაკონის რეკონსტრუქცია

ედინბურგის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი სტივენ ბრიუსატი ამბობს, რომ დინოზავრის ჩონჩხი მაშინ იპოვეს, როდესაც მშენებლები საძირკველს ჭრიდნენ და ამისთვის ტერიტორიის ერთი მონაკვეთი დინამიტით ააფეთქეს. დინოზავრის უცნობ სახეობას Tongtianlong limosus-ი უწოდეს, რაც დაახლოებით შეიძლება ითარგმნოს, როგორც “ზეცისკენ მსწრაფი, ჭუჭყით (ტალახით) დაფარული დრაკონი”.

სტივენ ბრიუსატის განცხადებით, დინოზავრის ნაშთები, რომლის სიგრძეც ორი მეტრია, გაქვავებულ ტალახში არაჩვეულებრივად არის შემონახული. მასალა აჩვენებს, რომ “ბინძური დრაკონი” უკბილოა, აქვს ნისკარტი და ბიბილო. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელით ცხოველი მოწინააღმდეგეს აფრთხობდა და დედალი დინოზავრის ყურადღებასაც იპყრობდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ იგი ყველაფერს ჭამდა. მართალია, ჰქონდა ფრთები, თუმცა ფრენა არ შეეძლო.

სტივენ ბრიუსატი, პალეონტოლოგი: “ის დაახლოებით ცხვრის ზომისა იყო და განეკუთვნებოდა ე. წ. ოვირაპტოროზავრის ჯგუფს, რომელიც ძალიან წააგავს ფრინველს. ამ სახეობის დინოზავრების შესახებ ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. ეს სახეობა ფართოდ გავრცელდა დინოზავრებისთვის საბედისწერო ასტეროიდის ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე”.

მეცნიერთა შეფასებით, ოვირაპტოზავრები თანამედროვე ჩინეთის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ 66–72 მილიონი წლის წინ.

ბრიტანელი და ჩინელი პალეონტოლოგების კვლევა “ბინძური დრაკონის” შესახებ ჟურნალ Nature Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

bones-bird-dino

Leave a comment

Your email address will not be published.


*