ქართველი მეფეები

ქართლის წარმართი მეფეები

1. ფარნავაზ I (ძვ. წ. IV–III სს.) – იბერიის პირველი მეფე ძვ. წ. 302–237 წლებში, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეორე მეფე ძვ. წ. IV საუკუნეში. ქართლის ცხოვრების თანახმად მან შექმნა ქართული დამწერლობა. მან დააარსა ფარნავაზიანთა დინასტია.

2. საურმაგ I (ძვ. წ. III ს.) – იბერიის მეორე მეფე ძვ. წ. 237–162 წლებში. მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მესამე მეფე ძვ. წ. III საუკუნეში.

3. ფარსმანი (ძვ.წ. II ს–ის 50–იანი წლები).

4. არტაგ I (ძვ. წ. I ს-ის 60-იანი წლები) – იბერიის მეექვსე მეფე 123–107 წლებში, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეშვიდე მეფე ძვ. წ. I საუკუნეში.

5. ფარნავაზ II იგივე ბარტომი ან ბარტმანი (ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები) – ქართლის მეფე ძვ. წ. I საუკუნეში. ძვ. წ. 36 წელს მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გააგზავნა. ფარნავაზი ბრძოლაში დამარცხდა. კრასუსმა იგი მოკავშირედ გაიხადა და ერთად შეიჭრნენ ალბანეთში, სადაც დაამარცხეს მეფე ზობერი.

6. მითრიდატე I (ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები) – ფარსმან I-ის ძე. ქართლის მეფე. სხვადასხვა წყაროების მიხედვით მითრიდატე I ასოცირდება მეფე ფლავიუს დადესთან. იხსენიება 75 წლით დათარიღებულ ბერძნულ წარწერაში, რომელიც 1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს.

7. ფარსმან I დიდი – არმაზის იბერიის მეორე მეფე I საუკუნის II ნახევარში. მეფობდა 45–87 წლებში.

8. მითრიდატე II – ქართლის (იბერიის) მეფე ახ.წ. I ს–ის. 70–იან წწ–ში.

9. ფარსმან II  ქველი –  ამაზასპ I-ის ძე. იბერიის უძლიერესი მეფე. რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ქველი ეწოდა. მეფობდა დაახლ. 120-170 წლებში. ძე მირდატ V-სი. მის დროს იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე დაახლ. 125 წელს ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში, 130 წლისთვის კი მას უკვე მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა.

10. ხსეფარნუგი – ქართლის (იბერიის) მეფე, მოხსენებულია არმაზის ბილინგვაში. მეფობდა ახ. წ. II საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს.

11. რევი I მართალი – იბერიის მეფე დაახლოებით 265-285 წლებში. ძე სასანიდი უფლისწულის ჰორმიზდისა, რომელიც 272 წელს ირანის შაჰიც გახდა (ჰორმიზდ I) და დისწული იბერიის მეფის ამაზასპ II-სა. მისი ნამდვილი სახელი იყო ჰორმიზდაკი.

12. ასფარუგი – მეფობდა III საუკუნის დასასრული ან IV საუკუნის დასაწყისში.

ქართლის მეფეები

1. მირიან III –  ქართლის მეფე IV საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდარომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდაწმინდა ნინო. 337 წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

2. მირდატი ან თრდატი (მითრიდატე V) –  ქართლის (იბერიის) მეფე IV საუკუნის 60-70-იან წლებში. „მეფეთა ცხოვრება“ ცნობით, იგი იყო ქართლის გამაქრისტიანებელი მეფის მირიანის შვილიშვილი; ამ თხზულებაში მას მირდატ ბაქარის (იგივე ბაკურის) ძე ეწოდება. ხოლო, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს ცნობით მას ეწოდება თრდატი, ძმა ბაკურისი, რევის ძე.

3. ვარაზ ბაქარის ძე ან ვარაზ–ბაკური – ქართლის მეფე IV საუკუნის 70–80–იანი წლებში. ჩვეულებრივ აიგივებენ ამიანე მარცელინუსთან მოხსენიებულ ასფაგურთან, რომელიც 368 რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ გაამეფეს ირანელებმა. 370 ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართლის წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი.

4. თრდატ რევის ძე – ქართლის მეფე IV ს. 80–90–იან წლებში. ლეონტი მროველის ” ცხოვრება ქართველთა მეფეთა”–ს თანახმად. ვარაზ–ბაქარის სიმამრი. იყო ჭკვიანი, ქრისტეს მოყვარული და კარგი დიპლომატი.

5.  ფარსმან ვარაზ-ბაქარის ძე – მეფობდა IV – V ს-ის მიჯნაზე.

6. მირდატ ვარაზ-ბაქარის ძე – მეფობდა V ს-ის 10-იანი წლებში.

7. არჩილ მირდატის ძე – მეფობდა V ს-ის 20-30-იანი წლებში.

8. მირდატ არჩილის ძე – მეფობდა V ს-ის 30-50-იანი წლებში.

9. ვახტანგ I გორგასალი –  ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. „გორგასალი“ (სპარსულად მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელიჰქონია გამოსახული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. ხსენების დღე — 13 დეკემბერი.

10. დაჩი –  ქართლის მეფე VI საუკუნის დამდეგს, ვახტანგ I გორგასლის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის ბალენდუხტისაგან. უჯარმაში იზრდებოდა და ცნობილია უჯარმელის ზედწოდებით. ჯუანშერისცნობით, დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად. მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის ეკლესია.

11. გურგენი – ქართლის მეფე VI საუკუნის 20-იან წლებში. მოხსენიებული ჰყავს VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. ქართულ ისტორიულ წყაროებში არ იხსენიება. 523 გურგენი მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თავისი ოჯახითა და მომხრე აზნაურებით ბიზანტიას შეაფარა თავი. პროკოპი კესარიელის ცნობით, იმავე 523 წელს ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, მაგრამ სხვა ბიზანტიის წყაროებით ირკვევა, რომ გურგენი არ ყოფილა ქართლის უკანასკნელი მეფე და ერთხანს მის შემდეგაც გრძელდებოდა მეფობა.

ერთიანი საქართველოს მეფეები

1. ბაგრატ III – გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975-1014 წლებში, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს.

2. გიორგი I –  საქართველოს მეფე 1014 წლიდან, ბაგრატ III-ის ძე.

3. ბაგრატ IV – საქართველოს მეფე 1027–1072 წლებში, გიორგი I-ისა და დედოფალ მარიამის უფროსი შვილი.

4. გიორგი II – საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში, ბაგრატ IV-ის ძე.

5. დავით IV აღმაშენებელი –  საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.

6. დემეტრე I –  საქართველოს მეფე 1125-1156 წლებში, დავით აღმაშენებლის მემკვიდრე. მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო. 1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში მოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

7. დავით V – საქართველოს მეფე 1155–1156 წლებში, დემეტრე I-ის უფროსი ძე. დემეტრე I-ს ორი ვაჟი ჰყავდა — დავითი და გიორგი. მემკვიდრეობითობის წესით მეფობა მამის შემდეგ უფროს ძეს, დავითს უნდა მიეღო, მაგრამ დემეტრე იყო „მარჩეველი ძისა უმცროსისა“ — გიორგისა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დემეტრე თავის მემკვიდრედ გიორგის აცხადებდა და სამეფო ტახტსაც უმზადებდა. რა იყო მიზეზი დემეტრესა და დავითს შორის ცუდი დამოკიდებულებისა წყაროები ამის შესახებ არაფერს ამბობენ. დავითმა, როგორც ჩანს, კარგად დაინახა, რომ თუ იგი აქტიურ მოქმედებაზე არ გადავიდოდა ტახტს არავინ მიართმევდა. მან დაიწყო მზადება შეთქმულებისათვის რაც მიზნად დემეტრეს ჩამოგდებას ისახავდა, მაგრამ ეს გამოსვლა მეფეს ადვილად ჩაუხშვია, თუმცა დემეტრეს აჯანყების მოთავენი არ დაუსჯია. ამის შესახებ წყაროებში არაფერია ცნობილი. ეს ამბავი დაახლოებით 1150 წელს უნდა მომხდარიყო.

8. გიორგი III –  საქართველოს მეფე 1156–1184 წლებში, დემეტრე I-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი. მისი მეფობის პერიოდი, თამართან ერთად საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება. ეს იყო იმპერიის, დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფისა, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერა საქართველოში. მისი სრული წოდება იყო „უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

9. თამარი – ერთიანი საქართველოს მეფე 1184–1207, 1210 ან 1213 წლებში.  გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი.

10. გიორგი IV ლაშა –  საქართველოს მეფე 1213–1223 წლებში. თამარ მეფის და დავით სოსლანის ძე. 1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. მისი საუფლისწულო დომენი ჯავახეთი იყო, რის გამოც იმ პერიოდის მონეტებზე „ჯავახთ უფლადაც“ მოიხსენიებოდა. თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან გათავისუფლებას.

11. რუსუდანი – საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში, თამარ მეფის და დავით სოსლანის შვილი. 1223 წელს იქორწინა რუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინიზე, რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა.

12. დავით VII ულუ – საქართველოს მეფე 1247-1270 წლებში, გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი. დაახლოებით 1236 (1237) წელს რუსუდან მეფემ ტახტის შესაძლო პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულის, თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზვნა. სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია. გათავისუფლდა მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით 1242/1243 წწ.). უმეფობის ხანაში ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გიორგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. მონღოლთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით 1245 (1246) წელს ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს. 1246 წელს ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე. ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა. დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ (ქართული სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლთა სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა (მონღოლთა სამართალი არ განარჩევდა კანონიერ და უკანონო შვილებს და უპირატესობას უფროს შვილს ანიჭებდა). 1247 წელს გუიუქ-ყაენმა ორივე დავითი მეფე დაამტკიცა: დავით გიორგის ძეს უფროსი (მონღოლურად “ულუ”), ხოლო დავით რუსუდანის ძე – უმცროსი (მონღოლურად “ნარინი”) უწოდეს. 1248 (1249) წელს დავით VII დავით VI-თან ერთად თბილისში დაბრუნდა. ორივე მეფე 1259 წლამდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას.

13. დავით VI ნარინი – მეფობდა 1244/1247–1293 წლებში. იგი იყო რუსუდან მეფის ძე. დაახლოებით 1230 წელს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ხვარაზმელებს ჰქონდათ დაპყრობილი და სამეფო კარი ქუთაისში იყო გახიზნული, მცირეწლოვანი დავითი დედამ თანამოსაყდრედ დასვა.მონღოლებთან რუსუდანის შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით 1242-1243 წლებში, დედა-შვილი თბილისში დაბრუნდა. იმავე წლებში მონღოლთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტახტის მემკვიდრე, ქართველი დიდებულ ფეოდალთა ერთი ჯგუფის თანხლებით, ოქროს ურდოში ბათო-ყაენთან მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნა . ქართველები დიდ ყაენთან გაგზავნეს ყარაყორუმში. ტახტის მემკვიდრე მონღოლეთში რამდენიმე წელიწადს ჩარჩა. საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ. 1246 წელს ყარაყორუმში ჩავიდა ტახტის ახალი მემკვიდრე დავით გიორგის ძე. ყაენმა გუიუქმა საცილობელი საკითხი მონღოლური სამართლის მიხედვით გადაწყვიტა: დავით გიორგის ძე, როგორც უფროსი, უფროს (მონღოლურად „ულუ“) მეფედ, ხოლო დავით რუსუდანის ძე უმცროს (მონღოლურად „ნარინი“) მეფედ დაამტკიცა. 1248 (1249) დავით VI და დავით VII თბილისში ჩამოვიდნენ. 1259-მდე ორივე მეფე თანხმობით განაგებდა სამეფოს. 1256-იდან საქართველო ილხანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა.

14. დემეტრე II თავდადებული – მეფობდა 1270–1289 წლებში. იყო დავით VII ულუსა და გვანცა დედოფლის ძე. დემეტრე მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით 1262) შემდეგ იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. 1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე II საქართველოს ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. 1277, 1280 და 1281 აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს დემეტრე II მეთაურობდა.

15. ვახტანგ II – აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში, დავით VI ნარინის ძე. მან აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიკავა. დავით VI ნარინს ოთხი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან უფროსი — ვახტანგი უკვე გამოცხადებული ჰყავდა თანამოსაყდრედ და ამდენად, დავითის მემკვიდრედ ითვლებოდა. არღუნ-ყაენის დავალებით,ხუტლუბუღა (სადუნ მანკაბერდელის ძე) იმერეთში გადავიდა და დავით მეფეს მისი მემკვიდრის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფება შესთავაზა. ამ ფაქტს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ ვახტანგი მემკვიდრეობით დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა, რასაც საქართველოს ორივე ნაწილის კვლავ ერთი მეფის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანება მოჰყვებოდა.

16. დავით VIII – მეფობდა 1293–1311 წლებში და იყო დემეტრე II თავდადებულის ძე. 1284 წლიდან იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. 1289 წელს დემეტრე II-მ ილხანთა ურდოში წაიყვანა. 1291 წელს ათაბაგი ხუტლუბუღა შეეცადა ვახტანგ II-ის (დავით ნარინის ძე) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1291 (1292) მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში. ამის შემდეგ ყაენმა დავით VIII მეფედ დაამტკიცა.

17. ვახტანგ III – საქართველოს მეფე 1302-1308 წლებში. დემეტრე II თავდადებულის ძე. 1298 წელს, დავით VIII -სთან დაპირისპირების მიზნით, ყაზან ყაენმა ვახტანგი მეფედ დაამტკიცა. ფაქტობრივად, ვახტანგ III -ის სამფლობელო თბილისსა და თბილისის სამხრეთით მდებარე ნაწილით, დმანის-სამშვილდით შემოიფარგლებოდა.

18. გიორგი V ბრწყინვალე – საქართველოს მეფე 1318-1346 წლებში, დემეტრე II თავდადებულის ძე. აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა – მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III. 1314 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.

19. დავით IX – იგი იყო გიორგი V ბრწყინვალეს ძე, რომელიც მეფობდა 1346–1360 წლებში. ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტული ცნობების მიხედვით, დავითის მეფობის პირველ პერიოდში საქართველოში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება შექმნილა. 1349-1350 წლებში ქვეყანას შემოესია ირანის ილხანი ანუშირვანი, რომელსაც საქართველომ, ხარკის სახით, 400 000 დინარი გადაუხადა. ამავე დროს, ფართოდ გავრცელებულა შავი ჭირის ეპიდემიაც. აღნიშნული მძიმე ვითარების მიუხედავად, დავით IX სახელმწიფოებრივ აღმშენებლობით მუშაობას ეწეოდა. თმოგვის ციხის 1350 წლის წარწერის თანახმად, დავით მეფის მითითებით, განაახლეს ციხის ზღუდე. მეფეს, აგრეთვე, ყურადღება მიუქცევია მონღოლთა ბატონობის დროს საერო ფეოდალების მიერ საეკლესიო მამულების მიტაცების ფაქტებისათვის. მან მცხეთის ეკლესიას დაუბრუნა დავით VII ულუსმიერ დიდებული აზნაურებისათვის, ორბოძლელებისათვის გადაცემული მცხეთის ეკლესია გლეხები და მიწები ძამისა და ხვედურეთის ხეობიდან (დავით მეფეს ორბოძლელისათვის 1200 თეთრი გადაუხდია, რათა მას მას ეკლესიის მამულები დაეთმო).

20. ბაგრატ V დიდი – მეფობდა 1360–1393 წლებში. იყო დავით IX–ის ძე. ქართული საისტორიო მწერლობა ბაგრატ V-ს „დიდის“ სახელით იხსენიებს. ტრაპიზონელი ბერძენი ისტორიკოსები მიქაელ პანარეტოსი, რომელიც პირადად იცნობდა ბაგრატ V-ს, მას „გამოჩენილ სარდალს“ უწოდებს. სომხურ მწერლობაშიც ბაგრატ V „ძლევამოსილისა და ძლიერის“ სახელითაა მოხსენიებული. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ საქართველო თუმცა ეკონომიურად დაქვეითებული იყო და სამეფოს დაშლის ტენდენცია თანდათანობით თავს იჩენდა, ბაგრატ V-ის ხელისუფლება მაინც მთელ საქართველოზე ვრცელდებოდა. მისი სამეფოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (ტრაპიზონის იმპერიასთან) მაკრიალის ხეობას გასდევდა, მაკრიალი, გონია, აჭარა, შავშეთ-კლარჯეთი, მესხეთი საქართველოს ეკუთვნოდა. ქ. ანისი და მისი ოლქი წინანდებურად ბაგრატ V-ის სამეფოს შემადგენლობაში იყო. ბაგრატ V-ის ხელისუფლებას ცნობდნენ დვალეთი და ოსეთი.

21. გიორგი VII – მეფობდა 1393–1407 წლებში.  ბაგრატ V-ის ძე. მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობის დროს 1394-1403 წლებში თემურლენგი მრავალჯერ შემოესია საქართველოს. მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, თრიალეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა, მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება. 1403 წელს თემურლენგმა ზავი დადო გიორგი VII-თან, რომლის პირობების თანახმად ქართველთა მხარეს ხარკის გადახდა, ჯარის გამოყვანა, სამიმოსვლო გზების დაცვა ევალებოდა. სამაგიეროდ, თემურლენგი საქართველოს ხელშეუხებლობას აღუთქვამდა და ცნობდა როგორც ქრისტიანულ ქვეყანას. გიორგი VII 1407 წელს დაიღუპა თურქმან ტომებთან ბრძოლაში.

22. კონსტანტინე I – საქართველოს მეფე 1407–1411 წლებში. იყო ბაგრატ V-ის ძე.  1400 წელს თავისი ძმის, საქართველოს მეფის გიორგი VII-ის (1393-1407 წწ.) დესპანი იყო თემურლენგთან და მიაღწია შეთანხმებას. 1401-1402 წლებში თემურ ლენგთან ზავის დადების მომხრე იყო. ამ ნიადაგზე ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, კონსტანტინე სამცხის ათაბაგ ივანე ჯაყელთან ერთად გიორგი VII-ს განუდგა და საჩუქრებით ეახლა თემურ ლენგს. ამის მიუხედავად, კონსტანტინე მტრის იარაღად არ ქცეულა და საქართველოს ინტერესებისათვის იღვწოდა. გამეფების შემდეგ ენერგიულად შეუდგა მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას, მაგრამ აღარ დასცალდა. XV საუკუნის დასაწყისში ირანის აზერბაიჯანს შავბატკნიანთა (ყარა-ყოიუნლუ) თურქმანული ტომის მეთაური ყარა იუსუფი დაეუფლა, რომელიც ცდილობდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას. 1411 წელს ის შირვანში შეიჭრა. შირვანელებმა დახმარება სთხოვეს კონსტანტინე I-ს, რომელიც 2000 მხედრით მოეშველა მათ. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მამაცურად ეჭირა თავი, რის გამოც ყარა-იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.

23. ალექსანდრე I დიდი –  საქართველოს მეფე 1412-1442 წლებში. კონსტანტინე I-ისა და ნათია ამირეჯიბის ძე. ზრდიდა ბებია რუსა. მეფობის პირველსავე წლებში იძულებული გახდა მოეგერიებინა თურქმანთა შემოტევები. მხოლოდ 1415 წლიდან დამყარდა საქართველოში მშვიდობიანობა და მეფემ ენერგიულად მოჰკიდა ხელითემურლენგისა და თურქმანთა შემოსევებით განადგურებული ქვეყნის აღდგენას. რაკი სახელმწიფო ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან 1425 წელს შემოიღო სპეციალური დროებითი საკომლო გადასახადი (გააუქმა 1440 წელს), რომლის შემოსავლითაც შეაკეთა სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი და მრავალი სხვა ციხე, საყდარი და მონასტერი. ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები. 1431 წელს მან შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე თურქმან მომთაბარეებს ეპყრათ. დაახლოებით 1434-1435 წლებში შემოიერთა სივნიეთი (ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ამან საქართველოს შემცირებულ მოსახლეობას 60 ათასზე მეტი კომლი შესძინა.

24. ვახტანგ VI – მეფობდა 1716–1724 წლებში. 1703–1714 წლებში იგი იყო ქართლის გამგებელი. ვახტანგ VI იყო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, კოდიფიკატორი და მეცნიერი. გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. დედა — თუთა, ქაიხოსრო I გურიელის ასული. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი. ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ I კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად. მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართული სტამბის დაარსება დარუსთველოლოგიისათვის, როგორც მეცნიერული დისციპლინისათვის საფუძვლის ჩაყრა. ვახტანგ VI-ის მეორე საკანონმდებლო ძეგლია — „დასტურლამალი“, რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის — კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა. იგი აწესრიგებდა ქვეყნის მართვა-გამგეობის, სამეფო კარის ეტიკეტისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვა პრაქტიკულ მხარეებს. ვახტანგის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით მრავალი ღონისძიება განხორცილედა კულტურის დარგშიც. 1709 წელს მან ვლახეთში (რუმინეთი) მოღვაწე ქართველის ანთიმოზ ივერიელისდახმარებით დააარსა საქართველოში პირველი ქართული სტამბა, რითაც ხელი შეუწყო ქათული ეკლესიების წიგნით მომარაგებას.

25. გიორგი VIII – ქართლში მეფობდა 1446–1466 წლებში, კახეთში – 1466–1476 წლებში. იყო ალექსანდრე I დიდის ძე. მის დროს, ძირითადად, დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო. დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავიბაგრატი, რომელმაც გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა. ჩიხორის ბრძოლაში (1463) გიორგი VIII დამარცხდა. 1465 სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გიორგი VIII ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლა ბაგრატმა და 1466 თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII 1466 იძულებული გახდა კახეთს გასულიყო, რითაც დასაბამი მისცა კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას.

ქართლის მეფეები

1. კონსტანტინე II – მეფობდა 1478/1479–1505 წლებში.

2.დავით X – 1505–1525 წწ.

3.  გიორგი IX – 1525–1527 წწ.

4. ლუარსაბ I – 1527–1556 წწ.

5. სვიმონ I – 1556–1569 წწ; 1578–1599 წწ.

6. დავით XI – 1569–1578 წწ.

7. გიორგი X – 1600–1606 წწ.

8. ლუარსაბ II – 1606–1615 წწ.

9. ბაგრატ VII – 1615–1619 წწ.

10. სვიმონ II – 1619–1631 წწ.

11. თეიმურაზ I – 1625–1632 წწ.

12. როსტომი (ასევე როსტომ ხანი, ხოსრო მირზა, ქაიხოსრო ბატონიშვილი) 1632–1658 წწ.

13. ვახტანგ V – 1658–1675 წწ.

14. გიორგი XI – 1676–1688 და 1703–1709 წწ.

15. ერეკლე I – 1688–1703 წწ.

16. ქაიხოსრო – 1709–1711 წწ.

17. ვახტანგ VI – 1703–1714 წწ.

18. იესე (ალიყული ხანი) – 1714–1727 წწ.

19. ბაქარი (შაჰნავაზ III) – 1717–1719 წწ.

20. თეიმურაზ II – 1744–1762 წწ.

კახეთის მეფეები

1. გიორგი I – 1466–1476 წწ.

2. ალექსანდრე I – 1476–1511 წწ.

3. გიორგი II ავგიორგი – 1511–1513 წწ.

4. ლევან I – 1518–1574 წწ.

5. ალექსანდრე II – 1574–1605 წწ.

6. დავით I – 1601–1602 წწ.

7. კონსტანტინე I – 1605 წ.

8. თეიმურაზ I – 1606–1648 წწ.

9. არჩილ II –1664–1675 წწ.

10. დავით II (იმამ-ყული ხანი) – 1709–1722 წწ.

11. ონსტანტინე II (მაჰმად-ყული ხანი) – 1722–1732 წწ.

12. ერეკლე II – 1744–1762 წწ.

13. გიორგი XII – 1798–1800 წწ.

იმერეთის მეფეები

1. ბაგრატ II – 1463–1466 წწ.

2. ალექსანდრე II – 1484–1510 წწ.

3. ბაგრატ III – 1510–1563 წწ.

4. გიორგი II – 1565–1583 წწ.

5. ლევანი – 1583–1590 წწ.

6. როსტომი – 1590–1604 წწ.

7. გიორგი III – 1604–1639 წწ.

8. ალექსანდრე III – 1639–1660 წწ.

9. ბაგრატ IV – 1660–1681 წწ.

10. არჩილ II – 1661–1698 წწ.

11. ალექსანდრე IV – 1683–1695 წწ.

12. სიმონი – 1698–1701 წწ.

13. გიორგი VI – 1703–1720 წწ.

14. ალექსანდრე V – 1720–1752 წწ.

15. სოლომონ I – 1752–1784 წწ.

16. დავით II – 1784–1789 წწ.

17. სოლომონ II – 1789–1810 წწ.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*