ქართული კულტურა XIII-XIV საუკუნეებში

კულტურულ–საგანმანათლებლო კერები საქართველოში და მის გარეთ.

ლიტერატურულ–კულტურული და სწავლა–განათლების ცენტრები განსახილველ ეპოქაში ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქართლში იყო თავმოყრილი.

metekhi

მეტეხის ტაძარი

კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო ქსნის ხეობაში არსებული სამონასტრო კომპლექსი ლარგვისი. აქ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ავგაროზ ბანდაისძე (XIV ს. II ნახევარი), იგი ერთდროულად იყო დიდებული მწიგნობარი და მხატვარი. სავარაუდოა, რომ მის კალამს ეკუთვნის ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“, რომელიც შექმნილი და მოხატულია 1348–1400 წლებში. მამის კვალს გაყვა მისი ვაჟი გრიგოლიც.

 

XV საუკუნის II ნახევარში მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად გვევლინება მძოვრეთიც – საციციანოში. აქ მოღვაწეობდა ზაზა ფანასკერტელ–ცაციშვილი, რომელსაც ეკუთვნის ბრწყინვალე ნაშრომი „კარაბადინი“. იგი დიდი მეცნიერი ყოფილა. მან გარკვეული წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაში.

მონღოლთა ბატონობის მიუხედავად, ქართული სახელმწიფო თავის კულტურულ გავლენას კავკასიის მთიანეთშიც ავრცელებდა. აქ ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ ქართველი მისიონერები. თემურ ლენგის დროს ეს მისიები შეწყდა, რადგან დამპყრობელმა მაჰმადიანური რჯულის გავრცელება დაიწყო. აღსანიშნავია ქართული წიგნების უცხო ენაზე თარგმნის ინტენსიფიკაცია – რომელსაც სიმეონ ხუცეს მონაზონი უძღვებოდა.

Zaza_panaskerteli_-_qincvisi

ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილი, ფრესკა – ყინწვისის მონასტერი

XIII-XV აუკუნეებში მუსლიმანთაგან გარკვეული საფრთხე შეექმნათ საზღვარგარეთ არსებულ ქართული კულტურის კერებს, სადაც გამოირჩეოდა იერუსალიმის ქართული კოლონია. ქართული ძლიერების დაცემამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია პალესტინის საგანმანათლებლო კერებზეც. ჯვრის მონასტრის მიტაცებისთანავე დაიწყო ქართველთა მოძრაობა მის გამოსახსნელად. 1305 წლისთვის, ქართველებმა დავით VIII–ის მეთაურობით შეძლეს ჯვრის მონასტრის ქართველებისთვის დაბრუნება. აქ იმერეთის მეფის კონსტანტინე I–ის მეცადინეობით დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. იერუსალიმის ქართული კოლონიის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა გიორგი ბრწყინვალეც.

XV საუკუნის II ნახევრიდან, რაც ქართველებმა დამპყრობთა ბატონობისაგან ამოისუნთქეს, კიდევ უფრო გააძლიერეს ძალისხმევა იერუსალიმში მდგომარეობის განსამტკიცებლად. გაიზარდა აქ მოგზაურთა რიცხვიც, რომელთაგან აღსანიშნავია გიორგი VIII, ჯვარის მამა ბეენა ჩოლოყაშვილი და სხვა.

ქართველთა დიდი ავტორიტეტი ეგვიპტის მამლუქ მმართველებთან მათ დიდ პრივილეგიას აძლევდათ იერუსალიმის სიწმინდეების ფლობაში.

აღნიშნულ ხანებში ქართველები ფართო მოღვაწეობას ეწეოდნენ პეტრიწონის მონასტერშიც (ბაჩკოვო). XIV საუკუნეში პეტრიწონში არსებობდა სასწავლებელი, რომლის მოძღვარიც ქართველი იყო.

ისტორიოგრაფია, ხუროთმოძღვრება.

განსახილველ ხანაში მაღალ მეცნიერულ სიმაღლეზე დგას ქართული ისტორიოგრაფია, რომელტაგან თავისი სიღრმით და მრავალფეროვნებით ჟამთააღმწერელი გამოირჩევა. იგი მოგვითხრობს ქვეყნის ისტორიას ლაშა გიორგის გამეფებიდან გიორგი ბრწყინვალის გამეფებამდე და ითვლება ჩვენს სინამდვილეში საისტორიო კრიტიკის დამწყებად.

ისტორიის არსის ჟამთააღმწერლისეული გაგება და გააზრება მაჩვენებელია XI-XIII საუკუნეების ქართული რენესანსის იდეების სიცოცხლისა და გაგრძელებისა. ჟამთააღმწერლის თხზულებაში წამოწეული პროვიდენციალიზმი მას ქართული ისტორიული რომანტიზმის წინამორბედად გვისახავს.

მისი თხზულება გვაწვდის ცნობას, რომ აღებული პერიოდის საქართველოში სხვა ისტორიკოსებიც ყოფილან, რომელთა ნაშრომებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

 

მათ რიცხვს ეკუთვნის ბაგრატისა და კონსტანტინეს ისტორია (ბაგრატ V (1360–1393 წწ.), კონსტანტინე I (1407–1411 წწ.)) და სხვა.

gallery_31_4_88546

ფიტარეთის მონასტერი

განსახილველი ეპოქა ქართული ხუროთმოძღვრების მძლავრი განვიტარებიტ გამოირჩევა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წუღრუღაშენის (ბოლნისის რაიონი) და ფიტარეთის (თეთრი წყაროს რაიონი) ეკლესიები. ოსტატობის მარალი დონით გამოირჩევა დმანისის ეკლესიის კარიბჭე და სხვა. ეკლესიებზე წარწერებში დაცულია მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე. დემეტრე II–ის მეფობაში V საუკუნის ეკლესიის ნანგრევებზე აგებულია თბილისის მეტეხის ტაძარი. ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს, დაკრძალვის ადგილზე სოფელ ბოდბეში აგებულ იქნა სამონასტრო კომპლექსი. XIII საუკუნეში გელათის მონასტრის სამხრეთ ეკვდერის მხატვრობამ შემოგვინახა დავით ნარინის ორი პორტრეტი. XI საუკუნეშია სხალთის დიდებული ეკლესია.

XIII საუკუნეში აგებული სასულიერო კერების საფუძველი იმ შემორჩენილი მატერიალური კეთილდღეობის შედეგია, რაც ქვეყანას XI-XII საუკუნეებიდან გამოჰყვა.

მნიშვნელოვანი ძეგლებია, რომლებიც XII საუკუნის II ნახევარსა და XIV საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული სამცხე–საათაბაგოში, ისინი ამ რეგიონის შედარებით დაწინაურებაზე მიუთითებს. ასეთებია ზარზმის და საფარის ბრწყინვალე მონასტრები და ა. შ.

ლიტერატურა.

XIII საუკუნიდან XV საუკუნემდე მხატვრულ მწერლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ძვრა არ მომხდარა. თუმცა ლიტერატურული შემოქმედება მაინც ვითარდებოდა: ნაწარმოებთა თარგმნა–გადაკეთების გზით. მათ შორის გამორცეული ადგილი უკავია თხზულებას: „ცხოვრება და მოქალაქეობა წმინდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა პეტრე ქართველისა, რომელიც იყო ძე ქართველთა მეფისა“.

ფილოსოფია.

პეტრე იბერიელი (ერისკაცობაში მურვანოზი) XIV საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწეა, ფილოსოფოსი, რომელიც აღიარებულია როგორც ფსევდო დიონისე არიოპაგელის სახელით ცნობილი თხზულებათა ავტორი.

Peter_the_Iberian

პეტრე იბერიელი

XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა ნიკოლოზი, „ქართველთა მნათობად“ წოდებული, რომელსაც დაწერილი ჰქონია, „მრავალნი კანონნი და საგალობლები“.

განსახილველ პერიოდში, მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ერთგვარად არსებობას განაგრძობდა ორიგინალური ჰაგიოგრაფიული მწერლობა. XIV საუკუნეს ეკუთვნის ნაშრომი „წამებაი ლუკა იერუსალიმისაი“, რომელიც ქართველი იყო. იგი ცნობილია ბრძოლით ჯვრის მონასტრის დაბრუნებისათვის, მეფე დავით VIII–სთან ერთად. ამ ბრძოლაში იგი მოწამებრივად დაიღუპა, რადგან გამუსულმანებაზე უარი განაცხადა. მისი ცხოვრებიდან პალესტინაში ქართველთა მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ფაქტები დგინდება. მაგალითად ის, რომ აქ ქართველ ქალთა მონასტერიც არსებობდა. აქვეა შექმნილი ნიკოლოზის მარტვილობები.

XIV საუკუნეს ეკუთვნის კიდევ ერთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები „წამებაი დეკანოზ დავითისი“, რომელიც თავისთავად არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობის შემცველია. ერთ–ერთი ასეთი ცნობაა კვიპროსზე ქართული მონასტრის არსებობის ფაქტი და სხვა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*