ქართული კულტურა XVI-XVII საუკუნეებში

მიუხედავად მტერთა განუწყვეტელი შემოსევების შედეგად განვითარებული სოციალურ–ეკონომიკური ძვრებისა, დიდი კულტურული ტრადიციების არსებობამ და მისმა ერთგვარმა გამოცოცხლებამ XVI საუკუნეში განაპირობა ქვეყნის კულტურულ განვითარებაში ახალი პერიოდის დაწყება, რაც აღორძინების ხანად კვალიფიცირდება. ქვეყნის პოლიტიკური დანაწილების პირობებში ეს საერთო ქართული კულტურის განვითარების პროცესი იყო, რომელშიც ორგანულად მონაწილეობდნენ აფხაზი და ოსი ეთნოსები. დაფიქსირებული კულტურული გამოცოცხლება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ისტორიულ მემკვიდრეობას ემყარებოდა და ეროვნულ ნიადაგზე გამოჰქონდა დასავლური კულტურის მიღწევები. მთლიანობაში საქართველო ამ ნაზავ ფენომენს მეზობელ ხალხებშიც აქტიურად ავრცელებდა.

განათლება. ხალხური სიტყვიერება.

მონღოლთა ბატონობამ სწავლა–განათლების საქმე ერთობ შეზღუდა. დიდი იყო წერა–კითხვის უცოდინართა რიცხვი. ამ “ფუფუნებას” უმეტესად ფეოდალური ელიტა თუ წვდებოდა. განათლების საქმეს ეკლესია უძღვებოდა. მაგრამ აღზრდის სისტემა როგორც სასულიერო, ისე საერო სფეროს მოიცავდა. ამ საქმეში ღვთისმეტყველებასთან ერთად ყურადღება ექცეოდა ფილოლოგიას, ისტორიას, ფილოსოფიას, მათემატიკას, ასტრონომიას, სამართალს, გეოგრაფიას და სხვა. განსაკუთრებული ადგილი ეკავა ფიზიკურ მომზადებას.

სწავლა–აღზრდის საქმეში მოწინავე იდეები წამოაყენა მეფე პოეტმა არჩილმა.

XIII-XIV საუკუნეებში შეფერხებული სასკოლო განათლება მომდევნო ხანებში თანდათან გამოიკვეთა. XVII საუკუნიდან საქართველოში კათოლიკე მისიონერთა საქმიანობა გაძლიერდა, რომელთა მიზანი მართლმადიდებლური და კათოლიკური სარწმუნოებისთვის ნიადაგის მომზადება იყო. ისინი აქ სკოლებსაც აარსებდნენ, სადაც ქართულ ენას ასწავლიდნენ, თუმცა ევროპულ ენებსაც ავრცელებდნენ და განსაკუთრებით გამორჩეულნი ევროპაშიც იგზავნებოდნენ სწავლის გასაგრძელებლად.

სიტყვის_კონა

“სიტყვის კონა”

თბილისი მთელი საქართველოს სამეცნიერო და კულტურული ცენტრი იყო. ქართლის სამეფო კარი კულტურისა და მეცნიერების თავშეყრის მთავარ ადგილს წარმოადგენდა, სადაც მნიშვნელოვან როლს თვით სამეფო ოჯახის წევრები ასრულებდნენ. მაგალითად შეიძლება დასახელდნენ მარიამ დედოფალი, გიორგი XI და სხვა. კულტურის და ლიტერატურის ცენტრები სხვა ქალაქებშიც არსებობდნენ. გიორგი XI–ის შეკვეთით, ეპოქის კულტურულ–მეცნიერული განვითარების წინამძღოლმა სულხან–საბამ შექმნა ქართველთა საამაყო.ენციკლოპედიური მნიშვნელობის ნაშრომი – ქართული განმარტებითი ლექსიკონი, “სიტყვის კონა”. ქართულ განათლებას ამშვებედნენ და მის დონეს განსაზღვრავდნენ იმდროინდელი სწავლულები სეხნია ჩხეიძე (ისტორიკოსი), პოეტი, ფილოსოფოსი და დიდაქტიკოსი არჩილი, ცნობილი პოეტი იოსებ თბილელი (სააკაძე) და სხვანი. კულტურული მნიშვნელობის ცენტრებს წარმოადგენდნენ საეპისკოპოსო კათედრალები – სვეტიცხოველი, წილკანი, სამთავისი, ალავერდი, გელათი, ცაიში, ბედია და სხვა.

განსახილველ პერიოდში არც საზღვარგარეთულ კულტურის ცენტრებს დაკარგვიათ მნიშვნელობა.

ერის სულიერი ამაღლების საქმეში განსაკუთრებული ადგილი ენიჭებოდა ხალხურ შემოქმედებას.

მხატვრული ლიტერატურა.

13668

ზაზა ფანასკერტელის “კარაბადინი”

კლასიკური პერიოდის ტენდენციების და ხალხური ზეპირსიტყვიერების საგანძურის შერწყმით ყალიბდებოდა XVII საუკუნის ქართული კულტურა. აღნიშნული ხანის ქართული ლიტერატურა ხასიათდებოდა ეროვნული თემატიკის გაფართოებით, ორიგინალური შემოქმედების გაძლიერებით, ახალი ჟანრების შემოჭრით, რეალიზმის ელემენტის მომარაგებით, სტილის დემოკრატიზაციით და სხვა. მტკიცე საფუძველზე აღმოცენდა ქართული ისტორიული პოემა, რომელშიც წამყვანი ადგილი დაიკავა თეიმურაზ I–ის, არჩილ მეფის, ფეშანგის, იოსებ თბილელის და სხვათა შემოქმედებამ. ახალი პერიოდის განმანათლებლობის ჩასახვის ნიშანი იყო ლიტერატურაში სოციალურ ურთიერთობათა შემოტანა და გაფართოება. მის ობიექტთა შორის ჩანან არამარტო მეფე და დიდებულები, არამედ მშრომელი ხალხიც – გლეხი, რომელმაც ამ ხანებში უკვე შეიგნო თავისი ადგილი ერის ცხოვრებაში და პასუხისმგებლობა მის მომავალ ბედზე, თუმცა ლიტერატურა ძირითადად მაინც ფეოდალური კლასის ინტერესების გამომხატველად რჩებოდა. ამ ეპოქის ქართული კულტურა ასახავს იმ იდეოლოგიურ და აზრობრივ ძვრებს, რაც მისი ორსაუკუნოვანი შეფერხების შემდეგ ქართულ სინამდვილეში მოხდა.

მეცნიერება.

წარმოდგენილი პერიოდის ქართული მეცნიერება ძირითადად ისტორიოგრაფიით განისაზღვრებოდა, სადაც საინტერესო სურათს ხატავს ფარსადან გორგიჯანიძე, რომელიც თემატურად და იდეოლოგიურად ახალი ეპოქის დადგუმის მაჩვენებელია. მის შემოქმედებაში აშკარად მნიშვნელოვან ადგილს მესამე წოდების ისტორია და ინტერესები იჭერენ, რის გამოც ასეთი აზრიც შეიქმნა, თითქოს იგი ამ ფენის წარმომადგენელი იყო. ფარსადან გორგიჯანიძის გამოჩენა ქართულ ისტორიოგრაფიაში აშკარად ახალი მოვლენა და ქვეყნის განვითარების ახალი მიმართულების მაჩვენებელია.

ქართული კულტურის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მედიცინა, რომელმაც ადრეულ ხანებში მეცნიერულ დონეს მიაღწია და, სხვა დარგებისგან განსხვავებით, განსახილველ ეპოქაშიც არ განუცდია დაცემა. ამის დასტურია XVI საუკუნეში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ძეგლი “იადაგარ დაუდი”, რომელიც დაუთ ხანმა ანუ დავით XI–მ სტამბოლში შეადგინა. მართალია, იგი კომპილაციური ნაშრომია, მაგრამ მან მაინც უდიდესი გავლენა მოახდინა საქართველოში მედიცინის განვითარებაზე და მთელ რიგ მის მითითებებსა და რეკომენდაციებს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ამ ნაწარმოებიდან ირკვევა, რომ იმ დროის საქართველოში გამოყენებულია როგორც წამლებით მკურნალობა, ისე ქირურგიული ჩარევა.

საუკუნეების განმავლობაში მრავალი უბედურებაგადატანილი ხელოვნება ვერ შეედრებოდა იმას, რაც აყვავების ხანაში საქართველოში ხდებოდა.

მტერთა საუკუნოვანმა ბატონობამ შესამჩნევი დაღი დაასვა ერთ დროს მაღალგანვითარებული ქართული ხელოვნების დონეს. თუმცა გამორჩეულ ძეგლთა რაოდენობა კვლავ დიდია. XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან ხუროთმოძღვრებაში ვლინდება შუა საუკუნეებში გაჩენილი მიმართულება, რაც ეკლექტიზმის სახელითაა ცნობილი და მხატვრული მთლიანობის რღვევას აღნიშნავს. ამას პროფესიული დონის დაქვეითებაც დაემატა. XV საუკუნის I ნახევარი არსებითად მოუნდა თემურ ლენგის მიერ განადგურებული შენობა–ნაგებობების აღდგენას. ამის მაგალითებია სვეტიცხოვლის, სამთავისის, რუისის ტაძრები, რომელთა აღდგენილი ნაწილები ხელოსნურ დონეს ვერ სცილდება.

suamta-009

შუამთის მონასტერი

მშენებლობა კვლავ გამოცოცხლდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნეში ამ მხრივ გამოირჩევა კახეთი, სადაც აშენდა ახალი დედაქალაქი გრემი და ბევრი სხვა ტაძარი და სასახლე. XVII საუკუნეში, იმის გამო, რომ კახეთმა შაჰ აბასის და სხვა ბარბაროსების გაუთავებელი შემოსევების გადაიტანა, მას ამ მხრივ კვლავ ქართლმა გაუსწრო.

XVI-XVII საუკუნეებში ლეკთა შემოსევების გახშირების გამო წამყვანი მნიშვნელობა თავდაცვითი ობიექტების მშენებლობას მიენიჭა. ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებამ მათ თავისი დაღი დაასვა: სათოფურები და სხვა. სამშენებლო მასალიდან დიდ გავრცელებას იძენს აგური. XVI საუკუნიდან, გარდა სამეფო ქალაქ გრემისა, აღსანიშნავია შუამთის მონასტრის მშენებლობა. XVII საუკუნის ძეგლთაგან უმნიშვნელოვანესია არაგვის ერისთავთა ციხე ანანური. ამავე საუკუნეს მიეკუთვნება მჭადიჯვრის ეკლესია დუშეთსა და მუხრანს შუა. ამ საუკუნეს მიეკუთვნება ქსნის სხვილოს ციხეები.

XVII საუკუნეში არაერთი ციხე და ნაგებობა აშენდა. მათ შორისაა გატეხილი ხიდი, რომელსაც დღესაც არ დაუკარგაცს ფუნქცია და მდ. ჭიშურაზე აგებული ხიდი, რომელიც გენათელ გედევან ლორთქიფანიძის სახელს უკავშირდება.

01-krepost-anannuri

ანანურის ციხე

იმ დროს (XIV საუკუნის მომდევნო ხანებში) დასავლეთ ევროპაში რენესანსული რეალიზმი მეფობდა, საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ კი ხელოვნების არნახული შეზღუდვა გამოიწვია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სახვით ხელოვნებაში, რომელიც ფეოდალური იდეოლოგიის ვიწრო ჩარჩოებში ჩაიკეტა და ფაქტობრივად ვერაფერს ახალს ქმნიდა. უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ შექმნილის გადამღერება ხდებოდა.

სულხან-საბა_ორბელიანი

სულხან–საბა ორბელიანი

XVI-XVII საუკუნეებში კვლავაც მიმდინარეობდა ტაძრების მოხატვა. პოლიტიკურად დაქუცმაცებულ ქვეყანაში ბევრი სამხატვრო სკოლა თანაარსებობდა. განსაკუთრებით გავრცელებული იყო ტაძარში მეფის და მისი ოჯახის გამოსახვა. ხშირად ნახატის შესრულება პრიმიტიულია, მაგრამ უშუალობა და ექსპრესიულობა მათ მაინც აძლევს გარკვეულ მომხიბვლელობას.

ოქრომჭედლობის ნიმუშები XIV საუკუნიდან ცოტაა შემორჩენილი, თუმცა XV საუკუნიდან ერთგვარი გამოცოცხლება შეიმჩნევა მამნე ოქრომჭედლის შემოქმედებით.

XVI-XVII საუკუნეებში ფართოდ ვრცელდება საერო შინაარსის ხელნაწერთა დასურათება, რაც ქვეყნის სოციალ–პოლიტიკური მიმართულების ამაღლების შედეგია. საინტერესოა XVII საუკუნის ვეფხისტყაოსნის დასურათებული ხელნაწერი.

ბერიკაობა

ბერიკაობა

XIV-XVI საუკუნეების საბუთებიდან დგინდება მეფეთა სასახლეებში მსახიობთა დასების არსებობა. ეს ტრადიცია უფრო გვიანაც შენარჩუნდა კახეთის მეფე ალექსანდრე II–ის სასახლის კარზე.

არსებობს ცნობები XIV-XVI საუკუნეების ხალხურ სანახაობათა შესახებ. თეიმურაზ I (1591–1663 წწ.) თავის თავს დრამატურგადაც მიიჩნევდა.

პოეტ არჩილს (1674–1713 წწ.) ეკუთვნის შემონახული ცნობა თბილისში თეატრონის არსებობის შესახებ, სადაც “რუსთველისა და თეიმურაზის გაბაასებას” წარმოადგენდნენ. საინტერესო მასალას გვაწვდის ამ თვალსაზრისით სულხან–საბა ორბელიანი. დიდად პოპულარული იყო ბერიკაობა, რომლის ფერხულებში მთავარ თემას წარმოადგენდა ხალხის ერთობლივი ბრძოლა დამპყრობთა წინააღმდეგ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*