ქარიშხალი და მზის დაბნელება ერთ ვიდეოში

ორი იშვიათი და ლამაზი მოვლენა უჩვეულო რაკურსით.

2 ივლისს მზის სრული დაბნელება სამხრეთ ნახევარსფეროში კარგად მოსჩანდა, უფრო ზუსტად – ჩილეს, არგენტინის და წყნარი ოკეანის კუნძულების ტერიტორიებზე. მთვარემ სრულად დაფარა მზის დისკო.

ამავე დროს წყნარი ოკეანის თავზე, მექსიკიდან დასავლეთით და ეკვატორიდან ჩრდილოეთით, ჩამოყალიბდა მე–4 კატეგორიის ქარიშხალი “ბარბარა”. ქარის სიჩქარე ზოგან 210 კმ. საათში აღწევდა. ამ მომენტში ქარიშხალი ხმელეთიდან შორს იყო. ეს ორივე ფენომენი – ატმოსფერული და მეტეოროლოგიური, დააფიქსირა თანამგზავრმა NEXLAB–მა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მზის დაბნელება წელიწადში რამდენჯერმე ხდება, მაგრამ ყოველთვის არ ჩანს მჭიდროდ დასახლებული პუნქტებიდან.

შემდეგი დაბნელება მოსალოდნელია 2020 წლის დეკემბერში. ამ შემთხვევაშიც ის კარგად გამოჩნდება ჩილეს და არგენტინის ცაზე.

Leave a comment

Your email address will not be published.


*