“ღვთის ნაწილაკი” ნაპოვნია?!

“ღვთის ნაწილაკი” ნაპოვნია – ამის შესახებ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერებმა განაცხადეს. მათ ახალი ელემენტარული ნაწილაკი აღმოაჩინეს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ჰიგსის ბოზონი იყოს, რომელიც მეცნიერებას მასის წარმოშობის მექანიზმის ამოხსნის საშუალებას მისცემს.

higgs_postcard

პიტერ ჰიგსი

ჰიგსის ბოზონის ძიება იყო დიდი ადრონული კოლაიდერის აგების მიზანიც, რომელიც ელემენტარული ნაწილაკების გიგანტური ამაჩქარებელია. მასზე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერები მუშაობენ.

ბოზონის აღმოსაჩენად მუშაობა მკვლევარებმა 2001 წელს დაიწყეს.

“ჩვენ ეს სევძელით. ეს საუკუნის მოვლენაა. მომხდარით ყველანი ვამაყობთ, თუმცა ეს სიახლის დასაწყისიცაა. ვვარაუდობ, რომ ეს აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და ის სწორ დროს მოხდა”, – განაცხადა ბირთვული კვლევის ცენტრის დირექტორმა როლფ დიტერ ჰოიერმა.

83 წლის დოქტორი პიტერ ჰიგსი, რომლის სახელიც ახალაღმოჩენილ ნაწილაკს ეწოდა, ემოციებს ვერ მალავს. მან ჯერ კიდევ 60–იან წლებში, თეორიულად იწინასწარმეტყველა ე. წ. ღვთის ნაწილაკის, ანუ ბოზონის არსებობა. ეს ერთ ჩვეულებრივ საღამოს მოხდა, როცა ედინბურგის მახლობლად, სეირნობის შემდეგ შინ ბრუნდებოდა.

“გაკვირვებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩემს სიცოცხლეში მოხდა. ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო. ამ ამბის დაწყებიდან 40 წელიწადზე მეტი გავიდა, თან ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რას ეძებდნენ”, – განაცხადა ჰიგსმა.

Candidate_Higgs_Events_in_ATLAS_and_CMS

ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის სქემატური გამოსახულება

 

lhc15

დიდი ადრონული კოლაიდერის ერთ–ერთი კვანძი

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*