ღილები სხვადასხვა მხარეს

ცნობილი ფაქტია, რომ მამაკაცის ტანსაცმლის ღილები მარჯვენა მხარეს კერდება, ხოლო ქალის სამოსს – მარცხენა მხარეს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, მათ შორის მოდელიერებმაც, რატომ არის ასე. ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ ამისი მიზეზი აღორძინების ხანის არისტოკრატების ცხოვრების წესია.

XIV-XVI საუკუნეებში მდიდარი ქალბატონები არასდროს იცვამდნენ თვითონ. კამერისტები მათ ეხმარებოდნენ უსასრულო ქვედაბოლოების, კორსეტების, ტურნურების და გარდერობის სხვა დეტალების ჩაცმაში. იმისთვის, რომ მოახლეებს რაოდენობის ღილების შეკვრა გაადვილებოდათ, მოდისტებმა მათი მარცხენა მხარეს დაკერება დაიწყეს – ჩამცმელის მარჯვენა ხელთან. საინტერესოა, რომ ამ ჩვეულებამ XX საუკუნესაც გაუძლო, როცა დაიწყო ტანსაცმლის მასობრივი წარმოება.

დიდგვაროვანი კაცები, ქალებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლად იცვამდნენ. მაგრამ ღილები მარჯვენა მხარეს ამის გამო არ მიუკერებიათ – ეს სამხედრო ჩვევაა: ფორმა უნდა იკვრებოდეს მარცხნიდან მარჯვნივ, რათა მისი ჩაცმა და გახდა სწრაფად მომხდარიყო თავისუფალი ხელით. ამას გარდა, შესაძლებელი ყოფილიყო კალთის ქვეშ მარჯვენა ხელის გათბობა, რომლითაც იარაღი ეჭირათ.

“ღილების საიდუმლოს” კიდევ ერთი პრიმიტიული ახსნა აქვს: არ არეოდათ კერვის დროს ქალის და მამაკაცის სამოსი. ასეა თუ ისე ეს ჩვეულება დღემდე შემორჩა, როცა ტანსაცმელში გენდერული განსხვავება თითქმის გამქრალია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*