ყაზახეთში უძველესი პირამიდა აღმოაჩინეს

ძველი ეგვიპტის პირამიდის მსგავსი ნაგებობა აღმოჩენილია ყაზახეთის სტეპში. მავზოლეუმი 3000 წელზე მეტი ხნის არის.

აღმოჩენა ეკუთვნის სარიარკინსკის არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამსრომლების ექსპედიციას.

გვიანი ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XV-X სს.) ყაზახეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომელმაც დატოვა ბეგაზი – დანდიბაის კულტურა. მისთვის დამახასიათებელია მაღალი, მრგვალი, სწორკუთხა მავზოლეუმები. ისინი კლდოვანი ქვებით არის ნაგები.

მიცვალებულს გვერდზე აწვენდნენ მოხრილი კიდურებით. სამარხში აწყობდნენ იარაღს, კერამიკას და სამკაულებს.

ბეგაზი – დანდიბაის კულტურის აყვავების ცენტრი დღევანდელ ყაზახეთთან ახლოს მდებარეობდა სარი–არკაში. აქ არქეოლოგები გასული საუკუნის შუა ხანებიდან მუშაობენ. ახლახანს ახალი სენსაცია მოხდა: არქეოლოგებმა უნიკალური საფეხურებიანი მავზოლეუმი გათხარეს. თავისი ფორმით, ეს დიდებული დასაკრძალავი ნაგებობა ძველ ეგვიპტურ პირამიდას წააგავს. კერძოდ, ფარაონ ჯოსერის საფეხურებიან პირამიდას.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ სამარხი 3000 წლის წინ არის აგებულიადგილობრივი “ფარაონისთვის”, ბელადისთვის ან კაგანისთვის. ახლა მიმდინარეობს სამარხის გახსნა. ყველა აღმოჩენილი არტეფაქტი და მასალა გამოიფინება ყარაგანდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის მუზეუმში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*