ყველაზე დიდი კრახი კოსმონავტიკის ისტორიაში – “ჩელენჯერის” დაღუპვა (ვიდეო)

Challenger Crew

“ჩელენჯერის” ეკიპაჟი

ჩელენჯერი იყო NASA-ს მრავალჯერადი სატრანსპორტო კოსმოსური შატლი. მეორე კოსმოსური შატლი, ექსპლოატაციაში შევიდა 1982 წელს. სახელი დარქვა საზღვაო ხომალდის, რომელიც ოკეანეს 1870-იან წლებში იკვლევდა.  ნასა-ში ამ შატლს აღნიშნავდნენ, როგორც OV-99 (Orbiter Vehicle – 99). თავიდან მას მხოლოდ საცდელად იყენებდნენ, მაგრამ მოგვიანებით იგი კოსმოსური ფრენებისთვისაც მოამზადეს.

“ჩელენჯერმა” პირველი გაფრენა 1983 წლის 4 აპრილს განახორციელა. მან მხოლოდ ცხრა წარმატებული გაფრენა მოახდინა. 1986 წლის 28 იანვარი NASA-ს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი და კატასტროფული დღე აღმოჩნდა. აფრენიდან 73 წამში შატლის მყარი საწვავის ამაჩქარებელი მყობრიდან გამოვიდა და ხომალდი აფეთქდა. ცა კვამლმა მოიცვა. ამ საშინელ მოვლენას პირდაპირ ეთერში გადმოსცემდნენ და ის უამრავმა ადამიანმა იხილა.

ასტრონავტებთან ერთად, პირველი კლასის მასწავლებელიც იმყოფებოდა. ამ კატასტროფას მისი სკოლის მოსწავლეებიც უყურებდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*